Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარტოფილი ინდურად

საჭირო მასალა: 1 კგ კარტოფილი, 2 ს.კ. კარის ფხვნილი, 1 ს.კ. წითელი წიწაკა, 1 ს.კ. კურკუმა, 3 კონა მწვანე ხახვი, 1 ღერი დარიჩინი, 3 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. მდოგვის მარცვლები, 1 ს.კ. ძირა, 0,5 ლიმონის წვენი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: კარტოფილი კარგად, ჯაგრისით გავრეცხოთ და  კანიანად მოვხარშოთ, შემდეგ გავაცივოთ და საშუალო ზომის მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. შევურიოთ კურკუმა, კარის ფხვნილი, წიწაკა და მარილი.

ცალკე დავჭრათ მწვანე ხახვი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავყაროთ ზედ კარტოფილი და 4-5 წუთის განმავლობაში დავბრაწოთ. დავუწიოთ ცეცხლს, დავუმატოთ დარიჩინი, მდოგვის მარცვლები და ძირა. 1-2 წუთის შემდეგ დავაყაროთ მწვანე ხახვი, დავაწუროთ ლიმონი და 3-4 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული