Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

310 ჯილდო - IWSC 2023-ის შედეგები ცნობილია

4 ოქტომბერს IWSC-ის გამარჯვებულები გამოვლინდა. მთლიანობაში 7000-ზე მეტი ღვინო გასინჯა კონკრსის ჟიურიმ, 24 კი რჩეულთა შორის გამოარჩია. ამ 24-ს სორის 5 ცქრიალა ღვინოა, 14 კლასიკური, 5 კი შემაგრებულია. ცქრიალა ღვინოებს შორის 3 ჯილდო შამპანურმა მოიპოვა De Saint-Gall Orpale Grand Cru Blanc de Blancs Brut 2008, Rare Champagne Rosé Brut 2012 and Piper-Heidsieck Brut 2014 (Magnum).  ღვინოები მთლიანობაში 100-მა საერთაშორისო ჟიურის წევრმა შეაფასა, მათგან 30% ექსპერტია, 76% ბაიერი და ღვინის სექტორის წარმომადგენლები. 

შემაგრებული ღვინის კატეგორიამ წელს ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვა, ყველაზე მეტი კი პორტუგალიამ და ესპანეთმა დაიმსახურა. ერთადერთი ოქროს მედალი პორტუგალიისა და ესპანეთის ფარგლებს გარეთ შემაგრებული ღვინოებისთვის მიენიჭა ავსტრალიას, Casella Family Brands-ს, Cellar Reserve Grand Topaque NV-ს, რომელმაც 95 ქულა დააგროვა. 

სწორედ საფრანგეთმა მოიპოვა ცქრიალა ღვინოებს შორის უპირატესობა წელს და ცხრა ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ოქროების უმეტესობა მიენიჭა შამპანურს, ხოლო მსაჯებმა 2008 წლის რთველი გამოარჩიეს "ღვინოების მდიდარი და კომპლექსური გემოებითა და არომატებით, რომლებიც შთამბეჭდავი დაძველების შედეგია". Champagne de Saint Gall, Orpale Grand Cru Blanc de Blancs Brut 2008 მიენიჭა უმაღლესი ქულა 97.

საქართველომ მთლიანობაში 310 ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის კი ოქრო 18-მა ღვინომ მოიპოვა. ტროფი კი 2-მა. 

ტროფის მფლობელი ღვინოებია "ჩელთის" 2020 წლის ქვევრი ქისი - ძალიან არომატული, კომპლექსური ღვინოა ყვავილების სურნელებით, მათ შორის იასამნის არომატებითა და მწიფე ალუბლის ტონებით." - ვკითხულობთ გვერდზე.   "კორპორაცია ქართული ღვინო" - აკიდო, მუკუზანი, 2021 - "გარგრის ჩირის, ქიშმიშის, მანგოს, მარმელადის, მოხალული ნუშის, ყვითელი ლეღვის, გვირილის, ყვავილების, ახალი მწვანისია და ზაფრანის დახვეწილ არომატებს აღმოაჩენთ ამ ღვინოში. აქვს შესანიშნავი ტექსტურა და გემური თვისებები" - წერენ ექსპერტები.

ოქრო
ბიმბილი, ქვევრი ცოლიკოური, "იწის მარანი", 2020

რაფსოდია, ქვევრის რქაწითელი, შატო ქუმსიაშვილი, 2017

ერეკლეს ღვინო, casreli Cellar, 2020

ქვევრი რქაწითელი, "რუისპირი", 2021

ქისი ქვევრი, "რთველისი", 2020

კონჭო ამბერი, "კონჭო და კომპანია", 2020

მუსაიფი, "მაყაშვილის ღვინის მარანი", 2017

მწვანე ქვევრი, "გიუაანი", 2014

მუსკატური, "საწნახელი", 2018

ოცხანური საფერე, "ბარბალეს მარანი", 2020

საფერავი ქვევრი, 2015, "ქართველი".

ქვევრი ქისი, "ჩელთის მეღვინეობა", 2020

რანინა კახური, "დუგლაძის ღვინის კომპანია", 2021

რქაწითელი, "ვარდიაშვილის ღვინის მარანი"

რქაწითელი, "შატო ქეთევანი", 2021

სატრაპეზო საფერავი, "თელავის ღვინის მარანი", 2019

საფერავი, "თიკო ისთეითი", 2018.

გამარჯვებულთა სრულ სიას კონკურსის ვებგვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.