ფუფუნების საგნების ცნობილი მწარმოებელი კომპანია LVMH- ის ჯგუფი გეგმავს პარიზში გახსნას Cheval Blanc-ის ქსელის ახალი სასტუმრო. ამ ფორმით იგი აგრძელებს თავისი სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის გაფართოებას, რომლის სახელწოდებაც სენტ-ემილიონის სახელგანთქმული ღვინის მწარმოებელი მეურნეობის Chateau Cheval Blanc-ის კონცერნის სახელს უკავშირდება. სასტუმროს გახსნა 2014 წელს პარიზის ცნობილ უნივერმაღშიLa Samaritaine-ში იგეგმება, რომელიც ლუვრის გვერდით მდებარეობს. ეს სავაჭრო ცენტრი ჯერ კიდევ 2005 წელს დაიხურა და პარიზის მერიამ მხოლოდ ახლახან მიიღო მისი რეკონსტრუქციის გეგმა. LVMH- ი შენობის რეკონსტრუქციასა და აღჭურვილობაში 450 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. პროექტის მიხედვით შენობაში განთავსდება მრავალი ბუტიკი, ოფისი, საკონცერტო დარბაზი, ჰიპერმარკეტი და აგრეთვე სასტუმრო Chateau Cheval Blanc-ი. სასტუმროს ექნება 80 ნომერი 14 000 კვ.მ. საერთო ფართით. იგი განკუთვნილია შეძლებული ფენისთვის, ვინაიდან ერთი ღამის გათენების საფასური იწყება 1000 ევროდან. სასტუმროსთან ერთად იმუშავებს აგრეთვე ელიტური რესტორანიც.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი