Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გამომცხვარი ქამა სოკო ბოსტნეულით

საჭირო მასალა: 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, 2 ს.კ. დანაყილი ნიორი, 120 გ წვრილად დაჭრილი ისპანახი, 0,5 ჭიქა მოხალული, დაფქული ნიგოზი, 0,5 ჭიქა დაჭყლეტილი პამიდორი, 100 გ წვრილად დაჭრილი რუკოლა, 2/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 0,5 ჭიქა დაფხვნილი პური, 0,5 ჩ.კ. მარილი, 1/4 ჩ.კ. შავი პილპილი, 700 გ საშუალო ზომის ქამა სოკო, 1,5 ს.კ. კედრის თესლი.

მომზადება: ღუმელი გავახუროთ მაღალ ტემპერატურაზე. ზეთი გავაცხელოთ და დაბალ ტემპერატურაზე მოვშუშოთ ხახვი, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. ცეცხლს ავუწიოთ და დავუმატოთ ისპანახი, 1 ს.კ. კედრის თესლი და პამიდორი. ვშუშოთ, სანამ ისპანახი არ დარბილდება. დავუმატოთ რუკოლა, ნახევარი ოხრახუში, დაფხვნილი პური და კომბაინში დავაქუცმაცოთ. დავუმატოთ ძმარი, მარილი და პილპილი. სოკოები ამოვავსოთ გულსართით, ზემოდან დარჩრენილი კედრის თესლი მოვაყაროთ და 20-25 წუთით შევდგათ ღუმელში. მზა სოკოები 5 წუთი გავაჩეროთ ღუმელში, შემდეგ კი დარჩენილი ოხრახუში მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.