Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოსტნეული ბეკონის ფარშით

საჭირო მასალა: 8 ცალი წიწაკა, 8 ცალი პამიდორი, 2 ცალი ბადრიჯანი, 1 პატარა კონა ქონდარი, 1 კონა ქინძი, 1 კონა რეჰანი, 300 გ ბეკონი ან დანით დაკეპილი ღორის ხორცი, 100 გ შებოლილი ძეხვი, 0,5 ჭიქა ბრინჯი, 4 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 1 ცალი ცხარე წიწაკა, 100 გ იმერული ყველი, ზეთი – მოსაშუშად, მარილი – გემოვნებით.

საწებლისთვის: 1 ჭიქა არაჟანი, 4 ს.კ. პამიდვრის პიურე, 1 ჩ.კ. ხმელი თავშავა, 1 ჩ.კ. ხმელი რეჰანი, 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ბრინჯი მოვხარშოთ და გადავწუროთ. ბადრიჯანი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში. როცა ბადრიჯანი დარბილდება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშულ ბოსტნეულს შევურიოთ წვრილად დაჭრილი შებოლილი ძეხვი, მწვანილი, მარილი და სხვა სანელებლები. 2-3 წუთში გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცალკე მოვშუშოთ თხლად დაჭრილი ბეკონი, შემდეგ დანით დავკეპოთ და მოხარშულ ბრინჯთან ერთად შევურიოთ ფარშს. გავხეხოთ ყველი. წიწაკებსა და პამიდვრებს ამოვაცალოთ გული და გავრეცხოთ, შემდეგ ამოვავსოთ ჯერ მომზადებული ბეკონისა და ბოსტნეულის ფარშით, შემდეგ გახეხილი ყველით, მოვათავსოთ ზეთწასამულ ფორმაში და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში, სანამ ბოსტნეული არ მომზადდება. არაჟანი, პამიდვრის პიურე, ნიორი, ხმელი რეჰანი, თავშავა, მარილი და წიწაკა ავურიოთ. ფარშირებული ბოსტნეული მივირთვათ პამიდვრისა და არაჟნის საწებელთან ერთად.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული