Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წინანდალი, კონჭო და კომპანია, 2011

კიდევ ერთი საინტერესო ღვინო მუხაში დაძველებული თეთრი ღვინოების მოყვარულთათვის. კლასიკური წინანდალია, სადაც სიხალასეც იგრძნობა და მუხის ტონებიც. ჩალისფერი ღვინოა მოოქროსფრო სხივებით. ხასიათდება ატმის, ყვითელი ხილისა და მოტკბო სუნელების არომატებით. სასიამოვნო მჟავიანობის მქონე რბილი ღვინოა, საკმაოდ ძლიერი და ხასიათიანი.

2013 წლის დეკემბრის დახასიათება

ეს ადგილწარმოშობის დასახელების კლასიკური თეთრი ღვინო ტრადიციულად მწვანე კახურიდან და რქაწითლიდან მზადდება. პირველივე სურნელებში ამ ღვინოშიც იგრძნობთ მწვანისთვის დამახასიათებელ არომატებს – ვენახის ატამი, ხილის ყვავილები... ჩალისფერი ღვინოა, სავსე, დასრულებული გემოთი და ხანგრძლივი დაბოლოებით. დაბოლოებაში მცირედი მინერალურობაც იგრძნობა.

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული