საჭირო მასალა: 400 გ პანგასიუსი ან სხვა თეთრი თევზის ფილე, 200 გ ანანასი, 15 გ ნედლი ჯანჯაფილი, 1 კბილი ნიორი, 200 გ ბრინჯის ატრია, 1-2 ს.კ. ზეთი, 300 მლ ქოქოსის რძე, 1 ს.კ. თევზის სოუსი, 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი, 1 ს.კ. დაღერღილი წიწაკა, 3-4 ღერი ქინძი, მარილი და თეთრი პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: თევზი და ანანასი კუბებად დავჭრათ. ჯანჯაფილი გავხეხოთ, ნიორი დავნაყოთ. ატრია ჩავყაროთ 2 ლ მდუღარე მარილიან წყალში და მოვხარშოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ზედ დავყაროთ თევზის ნაჭრები და 2-3 წუთის განმავლობაში შევწვათ. დავუმატოთ ნიორი და ჯანჯაფილი. 1 წუთში დავასხათ ქოქოსის რძე, დავუმატოთ ანანასი, თევზის სოუსი, შაქარი, დაღერღილი წიწაკა და პილპილი. ვადუღოთ 4 წუთის განმავლობაში და დავუმატოთ ატრია. ბოლოს მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი ქინძი.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი