Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წითელი ღვინო კარიესისაგან დაგიცავთ

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 60-90% დანტისტს კარიესის, ღრძილების ანთებისა და კბილის ამოღების გამო აკითხავს. პირის ღრუში პრობლემა კი მაშინ ჩნდება, როცა გარკვეული სახის ბაქტერიები ერთიანდება და წარმოიქმნება ბიოფირი, რაც ნადების გაჩენას და კბილების დაზიანებას იწვევს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი ღვინო და ყურძნის წიპწის ექსტრაქტი კბილებს კარიესისაგან იცავენ, რადგან პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას უშლიან ხელს. მეცნიერების ვარაუდით, უკვე შესაძლებელია, შეიქმნას ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც კბილის დაავადების რისკს საგრძნობლად შეამცირებს. ამის დასადასტურებლად მეცნიერებმა ლაბორატორიული ცდები ჩაატარეს. მათ ბიოფირების სახით გამოზარდეს იმ ბაქტერიების კულტურა, რომლებიც კბილის დაავადებებს იწვევს. შემდეგ ისინი ოთხნაირ სითხეში მოათავსეს – ჩვეულებრივ წითელ ღვინოში, უალკოჰოლო წითელ ღვინოში, წიპწის ექსტრაქტიან ღვინოსა და წყალში. ცდის შედეგად კი გაირკვა, რომ სამივე სახეობის ღვინო შესანიშნავად გაუმკლავდა ბაქტერიებს.

 © ღვინის კლუბი /Weekend     

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული