Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაპონიაში ქილა-ინდიკატორი გამოიგონეს

იაპონური კორპორაცია Showa Aluminum Can-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ალუმინის ქილებისთვის განკუთვნილი თერმოქრომული საღებავების დამზადების ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ქილა იმის მიხედვით იცვლის ფერს, თუ რამდენი და რა ტემპერატურის სითხე ასხია მასში. ასეთი საღებავები ლუდსახარშ  Asahi Breweries-ის მიერ წარმოებული ლუდის - Super Dry - ქილების გასაფორმებლად გამოიყენება. Asahi Breweries  იაპონიაში ლუდის წამყვანი საწარმოა, ქვეყნის ლუდის ბაზრის 40%-ს მისი პროდუქცია იკავებს. შეფუთვის ინოვაციური ტექნოლოგიით გამოშვებული ლუდის ქილაზე ტოკიოს ახალი ცათამბჯენი Tokyo Sky Tree-ა გამოსახული, ლუდის ამ სერიის გამოშვება ხომ სწორედ მის გახსნას მიეძღვნა. როდესაც ლუდი ცივია, ქილა ცისფერ შეფერილობას იღებს, ხოლო როდესაც სასმელი თბება, ქილაც იისფერი ხდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული