Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის ღვეზელი

საჭირო მასალა: ცომი - 150 გ. ფქვილი, 200 გ. მაწონი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3 ცალი კვერცხი, 1 ჩ.კ. ცომის გამაფხვიერებელი ფხვნილი, 0,5 ჩ.კ. სოდა, 1 ჩ.კ. წვრილად დაჭრილი კამა, 1 ჩ.კ. კვლიავი. გულსართი - 300 გ. თევზის ფილე, 3 ს.კ. ბრინჯი, 1 ცალი კვერცხი, 70 გ. ხახვი. სოუსისთვის - 5 ს.კ. პომიდვრის პასტა, 3 ს.კ. რძე.

მომზადება: გულსართისთვის მოვხარშოთ თევზი, კვერცხი და ბრინჯი. გაციებული თევზი ჩანგლით გავწეწოთ და შევურიოთ ბრინჯი, დაკეპილი მოხარშული კვერცხი და ზეთში მოშუშული ხახვი, კამა და შევანელოთ მარილითა და წიწაკით. ცომის მშრალი და სველი ინგრედიენტები ცალცალკე შევურიოთ ერთმანეთს, შემდეგ ავურიოთ და მოვამზადოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი. მისი 2/3 ჩავასხათ ფორმაში, გადავანაწილოთ მასზე გულსართი და ზემოდან დანარჩენი ცომი მოვათავსოთ. ღვეზელ;I ვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში და როცა გამოცხვება 5 წუთით გავაჩეროთ ჩამქრალ ღუმელში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.