Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტირამისუ

საჭირო მასალა: 500 გმასკარპონეან36%-იანნაღებშიარეულინადუღი, 4 კვერცხი,

150 გშაქრის პუდრა, 250 გ ბისკვიტის ორცხობილა “სავოიარდი”, 250 მლ ღვინო მარსალა ან კონიაკი, 250 მლ მაგარი ყავა ესპრესო ან ხსნადი ყავა, კაკაოს ფხვნილი – ზემოდან მოსაყრელად.

მომზადება: კვერცხის გულები შაქართან ერთად კარგად ავთქვიფოთ. ცალკე კოვზით ავზილოთ მასცარპონე და შევურიოთ შაქრისა და კვერცხის გათქვეფილი მასა. თუ ნაღებსა და ნადუღს გამოვიყენებთ, ჯერ ნაღები ავთქვიფოთ, შევურიოთ ნადუღი და შემდეგ კი შაქართან ერთად გათქვეფილი კვერცხის გულები. კვერცხის ცილებს დავაწვეთოთ 1-2 წვეთი ლიმონის წვენი და ძალიან კარგად ავთქვიფოთ. როდესაც ფაფუკ მასას მივიღებთ, დავუმატოთ ყველისა და კვერცხის მასას. ყავა გავაციოთ და ღვინოს შევურიოთ. სითხეში სულ 2-3 წამით მოვათავსოთ ორცხობილები, ერთ ფენად ჩავაწყოთ ფორმაში და ზემოდან კრემი წავუსვათ. ასე გავიმეოროთ ბოლომდე. ორცხობილების ბოლო ფენას კრემს რომ წავუსმევთ, საცერის საშუალებით ზემოდან კაკაოს ფხვნილი მოვაყაროთ და 6-7 საათით მაცივარში შევდგათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული