Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათმის ღვიძლის იაკიტორი

საჭირო მასალა: 500 გ ქათმის ღვიძლი, 0,5 ჭიქა სოიოს სოუსი, 1 ჩ.კ. თაფლი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, მარილი, თეთრი პილპილი, – გემოვნებით.

მომზადება: ქათმის ღვიძლი გავრეცხოთ. სოიის სოუსს მოვაკლოთ 2 ს.კ. დანარჩენი კი დავასხათ ღვიძლს და გავაჩეროთ 1 საათი. შემდეგ ღვიძლი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ხის წვრილ შამფურებზე წამოვაგოთ. ქათმის დამარინადებული წვენი ჩავასხათ ქვაბში და იმდენივე წყალი დავასხათ. როდესაც სითხე ადუღდება, ჩავაწყოთ შამფურზე წამოცმული ღვიძლები და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 10-12 წუთის განმავლობაში. ხანდახან შამფურები შევაბრუნოთ. ამასობაში მოვამზადოთ ღვიძლთან ერთად მისატანი სოუსი: თასში ჩავასხათ დარჩენილი სოიოს სოუსი, ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, თაფლი და ავურიოთ. მზა კერძი სოუსთან ერთად მივირთვათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული