Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახეთში ვენახების ფართობებს მალე სხვა კულტურები ჩაანაცვლებს

ნანა ბიაშვილი
 
კახეთის ხმა. კახეთში რთველი დასასრულს მიუახლოვდა. ყველა მხარე აღიარებს, რომ წლევანდელი რთველისათვის სახელმწიფოს მიერ სუბსიდიის გამოყოფამ პროდუქციის გაყიდვის პრობლემები მოაგვარა, თუმცა ყურძნის ფასის სიმცირე გლეხებს ვაზის წარმოებისკენ არ უბიძგებს.
დაბალი ფასის გამო, კახეთში ვაზის კულტურას მალე სხვა, უფრო რენტაბელური კულტურების ჩანაცვლება მოყვება, - ასეთია ექსპერტთა აზრი.
კახელმა გლეხებმა დღეისათვის წლის მოსავალი თითქმის დააბინავეს. მოჭარბებული ყურძნის ნაწილი ზოგმა ქარხნებს ჩააბარა და დანარჩენი სახლში დაწურა, ნაწილმა მთელი მოსავალი ქარხნებს მიჰყიდა ხარჯების დასაფარად, ზოგმა კი კილოგრამობით გაყიდა, რადგან მათი თქმით, ყურძნის ფასი ძალიან დაბალი იყო.
ვეჯინელმა ტარიელ გაბიტაშვილმა ქარხანაში ყურძნის მიტანამდე სოფლის რწმუნებულს მიაკითხა, საიდანაც ცნობა კუთვნილი ვენახის ფართობისა და სავარაუდო მოსავლის შესახებ წამოიღო. აგრეთვე მიიღო ინფორმაცია თუ რომელი ქარხანა იბარებდა იმ დღეს ყურძენს. ამის შემდეგ მიაკითხა ღვინის ქარხანას, რიგი დაიკავა და ხელმძღვანელობას აცნობა, რომ პროდუქტი მიიტანა, თუმცა რიგში დგომა მაინც დასჭირდა. მისი მიტანილი ყურძენი ქარხანაში აწონეს და ქვითარიც გამოუწერეს, სადაც აღნიშნული იყო ყურძნის წონა და ღირებულება. ბ-ნ ტარიელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბეჭდით დამოწმებული ვაუჩერიც გადასცეს, მაგრამ იმის გამო, რომ „სახალხო ბანკში“ რიგები იყო, კუთვნილი თანხა ჯერ არ აუღია.
ტარიელ გაბიტაშვილი 60 წლის, გლეხი:
"ვენახი 40 მეასედი მაქვს, საფერავი 2 ტონა და 100 ავიღე, რომელიც გურჯაანში, საკუპაჟეში ჩავაბარე. ქარხანასთან რიგი იყო და ორი საათი ვილოდე. ყურძნის ვაუჩერი და ქვითარი ავიღე, მაგრამ სამწუხაროდ ბანკიდან ფული ჯერ არ ამიღია. კარგი ყურძენი მქონდა, მაგრამ მისი შაქრიანობა არ ვიცი, რქაწითელი სახლში დავწურე, იმიტომ, რომ მისი ფასი არ მაკმაყოფილებდა. სამომავლოდ, მეც სხვა ბევრი გლეხივით, ვენახს ამოვძირკვავ. ჩემი თხოვნა იქნება, რაიონში გაითვალიწინონ ეს პრობლემა და დაგვაფინანსონ, მაშინ არაფერი სადავო აღარ იქნება და ყურძნის გარდა სხვა სასოფლო კულტურებსაც მოვიყვანთ.
სახელმწიფომ რომ ვენახები დააზღვიოს და მერე სეტყვა მოვიდეს, რა იქნება, ჩვენ რა სარგებელსღა ვნახავთ, ალბათ მე გადავიხდი, რაც იქნება გადასახდელი, არა?
დახმარება თუ იქნება და ყურძნის ფასს გაზრდიან, მადლობელი ვიქნებით, მაგრამ ვინ დაგვეხმარება? ნეტავ, მუშები მაინც დაგვახმარონ ვენახის გაკაფვაში.
თამაზ სიბაშვილიც ტარიელივით ფიქრობს. მისი თქმით, ყურძენი ჩააბარა და ფულიც აიღო, მაგრამ რადგან ვენახის შენახვა ძვირი სიამოვნება გახდა, ფიქრობს ამოძირკვოს:
"საფერავის ჯიშის ყურძენი, ტონა ნახევარი, დაახლოებით ათი დღეა რაც კოტეხის ღვინის ქარხანაზე ჩავაბარე. რიგები არ იყო, მალე ჩაიბარეს, ვაუჩერი და ქვითარიც მალევე მომცეს და ფული 4-5 დღეში ავიღე. ძალიან შეწუხებული ვარ, რაც ვენახი მაქვს, ეგეც უნდა გავკაფო, იმიტომ, რომ ვენახის მოვლა ძვირი ჯდება და ვზარალდები და თავის თავსაც ვერ ინახავს. შხამქიმიკატები და ტრაქტორი ძვირია, ვენახს მუშების გარეშე ვერ მოვუვლი, მუშასაც ხომ ფული უნდა", - ამბობს თამაზ სიბაშვილი.
მალხაზ გაბიტაშვილი და ალავერდა ხარტონიშვილი წინა რესპოდენტებისგან განსხვავებით კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ რთველმა, წელს, კარგად ჩაიარა და არც ვენახის ამოძირკვას აპირებენ: "საფერავის ჯიშის ყურძენი, 2 ტონა და 300 კოტეხის ღვინის ქარხანაზე ჩავაბარე. როცა მივიტანე და ყურძნის შაქრიანობა გაზომეს, (22 იყო), მერე აწონეს. ქარხანაზე რიგები არ იყო, ყურძენი ადვილად ჩავაბარე, ვაუჩერი და ფული სალაროში ერთნაირად გადმომცეს. კმაყოფილი ვარ",- ამბობს მალხაზ გაბიტაშვილი.
ალავერდა ხარტონიშვილი 57 წლის, გლეხი:
კოტეხის ღვინის ქარხანაში 2 ტონა საფერავი ჩავაბარე. პრობლემა არ შემქმნია, ყურძნის ფული ავიღე და არც ვენახის გაკაფვას ვაპირებ.  
69 წლის თუშო იმედაშვილმა ყურძენი ქარხანას იმის გამო არ ჩააბარა, რომ მისი აზრით, ღვინის ლიტრობით გაყიდვა უფრო მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ჩაბარებული ყურძნისგან აღებული თანხა:
"ყურძენი ქარხანაში იმიტომ არ ჩავაბარე, რომ ყურძენს ფასი არ ქონდა, სახლში დავწურე, ღვინო ხომ მინდოდა?", - თქვა მან.
 
© გაზეთი „კახეთის ხმა“ /regions.ge


ძაან საინტერესო იყო ჩანაწერი. მადლობა! ალავერდა ხარტონიშვილის გაუმარჯოს! :) ამ თუშო იმედაშვილს სმა ძაან ყვარებია! :) ღმერთმა ყველას წარმატება მისცეს! ;)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული