Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ახალი ღვინის ფესტივალი“, პირველად საქართველოში!

8 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ღვინის კლუბი“ გიწვევთ „ახალი ღვინის ფესტივალზე“, რომელიც ქალაქ თბილისის საკრებულოსა და თბილისის მერიის პატრონაჟით გაიმართება.
„ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერები არიან - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, Slow Food Tbilisi, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, წინანდლის მუზეუმი და ჟურნალი „ტაბულა“. საინფორმაციო უზრუნველყოფა – რადიო „უცნობი“, რადიო „ნაცნობი“, გაზეთი „მარანი – Weekend” და ბლოგი ღვინისა და გემოვნების შესახებ www.vinoge.com. ფესტივალის სამზადისი და მიმდინარეობა გაშუქდება როგორც ტელევიზიებით, ასევე ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში.
„ახალი ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობენ არა მარტო ღვინის კომპანიები და მცირე მარნები, არამედ ოჯახებიც, რომელთა ღვინოები „ღვინის კლუბმა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ საქართველოს თითქმის ყველა ტრადიციულ მეღვინეობის მხარეში შეარჩია. ფესტივალის მონაწილეები 2009 წლის მოსავლის ახალ ღვინოებს წარმოადგენენ.
ახალი ღვინის ფესტივალების ტრადიცია დიდი ხანია არსებობს მთელს მსოფლიოში, მაგალითად: საფრანგეთში – Beaujolais Nouveau, ესპანეთში – Festival Vino Nuevo, იტალიაში – Vino Novello.
„ღვინის კლუბის“ პრეზიდენტის, მალხაზ ხარბედიას თქმით, მეღვინეობის ტრადიციულ ქვეყანაში – საქართველოში ასეთი ტიპის ფესტივალის არარსებობა უარყოფითად აისახებოდა ქართული ღვინის ცნობადობაზე, მომხმარებლის ინფორმირებულობაზე და ზოგადად ღვინის ბიზნესზე.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია. ფესტივალში მონაწილეობის სურვილი თითქმის ყველა ღვინის კომპანიამ და მცირე მარანმა გამოთქვა. 
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

 


gamarjobat, dzalian sasiamovnoa rom qartuli gvinis festivals ackobt, gilocavt da carmatebebs gisurvebt, mainteresebs sajaxo gvinoebs tu sheudzliat monacileoba miigon? sxva sakitxebzec vis sheidzleba davukavshirdet ;)


მოგვწერეთ info@wineclub.ge და kharbedia@yahoo.com-ზე



martlac rom mosaloci ambavia! zalian gamixarda axali gvinis pestivalis daarseba. dascreba pasiani ikneba tu upaso?


დასწრება რაღა თქმა უნდა უფასოა :)


ვარ მრავალი ფესტივალის მონაწილე. ამჯერად მსურს მივიღო მონაწილეობა თქვენს ფესტივალში. ჩემი საკონტაქტო ნომრებია: 555458513 ; 574888472

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული