Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართულმა ღვინომ შესაძლოა უკრაინის ბაზარიც დაკარგოს

 

ქართულმა ღვინომ რუსეთის ემბარგოს შემდეგ ქართული პროდუქციისათვის ყველაზე დიდი – უკრაინის ბაზარიც შესაძლოა დაკარგოს. რუსული ემბარგოს შედეგად ქართულმა კომპანიებმა აქცენტი სწორედ უკრაინულ ბაზარზე გადაიტანეს, თუმცა უკრაინაზე გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენამ ადგილობრივ ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა და შესაბამისად გაყიდვებიც შეამცირა. 

როგორც რადიო “კომერსანტთან” საუბარში “ბადაგონის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიზა ბაგრატიონმა განუცხადა, კომპანიას თავისი პროდუქცია უკრაინაში გაჰქონდა, თუმცა იქ არსებული კრიზისის გამო მუშაობა შეფერხებულია.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, “ბადაგონი” პროდუქციის ექსპორტისთვის ალტერნატიულ ბაზრებს ეძებს და მოლაპარაკებებს ბელორუსიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან და გერმანიასთან აწარმოებს.
ჩვენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დავუკავშირდით და როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ცინცაძე აცხადებს, 1 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი უკრაინაში გაემგზავრება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ამ ქვეყანაში ქართული ღვინის მომავალზეც იმსჯელებს.
ცინცაძე იმასაც აცხადებს, რომ მართალია უკრაინული ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ–ერთი მთავარი საექსპორტო ბაზარია, თუმცა ქართული პროდუქცია მარტო უკრაინაზე არ არის დამოკიდებული. “ჩვენ დიდ თანხას ვხარჯავთ ქართული ნაწარმის და მათ შორის ღვინის ევროპაში პოპულარიზაციისათვის, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში ალტერნატივის მოძიება არ გაგვიჭირდება,”–აცხადებს ცინცაძე.
 
რადიო “კომერსანტი”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული