Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სალთისონი

საჭირო მასალა: 3 კგ ღორის კანჭი, 1 თავი ნიორი, 1 კონა ოხრახუში, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

მომზადება: ღორის კანჭი ვხარშოთ 3-4 საათის განმავლობაში. ხორცი კარგად უნდა მოიხარშოს. შეგრილებულს ამოვაცალოთ ძვალი. ფრთხილად ავაცალოთ კანი და ქონი. ხორცი წვრილად დავჭრათ. დაკეპილი ქონი შევურიოთ ხორცს და დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, პილპილი, ნიორი და მარილი. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად ავურიოთ. ავიღოთ რომელიმე ფორმა, შიგ ჩავფინოთ ცელოფანის პარკი, ზედ დავდოთ ღორის ხორცის ტყავი. მასში ჩავდოთ არეული ხორცის მასა. გვერდებზე გადასული ტყავი გადმოვაფაროთ და წნეხის ქვეშ მთელი ღამით დავტოვოთ. გაციებული სალთისონი გადმოვიღოთ და თხლად დავჭრათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული