Home
ქართული | English
თებერვალი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
26272829123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„მხოლოდ ერთი ღვინის დალევა რომ შემეძლოს, ეს ალექსანდროული იქნებოდა“ - ღვინის დიდოსტატი კრისტი კენტერბერი

Imbibe ამერიკული საკმაოდ წარმატებული ალკოჰოლური სასმელების ჟურნალია, რომელსაც ყოველთვიურად ათასობით ადამიანი ეცნობა. 2023 წლის ნოემბერი/დეკემბრის გამოცემაში კი ამერიკელი მკითხველი ქართული ღვინის შესახებ წაიკითხავს. როგორც ღვინის მწერალი და კრიტიკოსი ბეცი ენდრიუსი წერს გამოცემაში, ქართული ღვინო სადღესასწაულოდ იდეალური ვარიანტია: „შეიძლება საქართველო ქვევრის ქარვისფერი ღვინით არის ცნობილი, თუმცა აქ სხვადასხვა სტილის ღვინოს აწარმოებენ, არომატულ თეთრებს, დელიკატურ ცქრიალებსა და სხეულიან წითლებს. მნიშვნელობა არ აქვს, რისი მირთმევა გსურთ, ქართულ შესაფერის ღვინოს ყველა კერძისთვის იპოვით.“ - ვკითხულობთ ჟურნალში. ავტორმა აშშ-ში 5 ქართული ღვინო გამოარჩია, რომლებიც განსაკუთრებულად მოუხდება სადღესასწაულო სუფრას:

„ორგო“, რქაწითელი - „თუ გსურთ, მსოფლიოს აჩვენოთ, რას მიირთმევენ ქართველები, ეს ღვინო ამის საუკეთესო მაგალითია“ - აღნიშნავს ჯონათან ნელმსი, ვაშინგტონში ქართული რესტორნის Supra-ს ხელმძღვანელი. ბეცი ენდრიუსი კი წერს, რომ „ორგოს“ ქვევრის რქაწითელს ახასიათებს კლასიკური ქარვისფერი ღვინის არომატები, მათ შორის გარგრის, ნუშისა და თაფლის“

„თელიანი ველი“, ცოლიკოური - მწერალი აღნიშნავს, რომ ღვინო განსაკუთრებით უხდება სტარტერებს, ყველის დაფებს: „ამ ღვინოს აქვს ლიმნისა და ლაიმის არომატები, წააგავს მოზელის რისლინგს, ახასიათებს ე.წ. პეტროლის ტონები“ - ვკითხულობთ სტატიაში.

Mtsvane Estate, პეტ-ნატი - როდესაც საქმე ცქრიალებს ეხება, იცოდეთ, რომ საქართველოში საკმაოდ ბევრ პეტ-ნატს შეხვდებით. ეს ღვინო ძალიან მსუბუქი და ყვავილების არომატებით გამოირჩევა, არის ხალისიანი და ძალიან სასიამოვნო დასალევი, რომელიც, როგორც კრისტი კენდერბერი, Wines of Georgia-ს ამერიკელი ელჩი დასძენს, განსაკუთრებით მოუხდება მადლიერების დღის სენდვიჩებს.

„შატო მუხრანი“, საფერავი - ეს საფერავი საშუალოდ სხეულიანი ღვინოა, რომელსაც ახასიათებს სხვადასხვა სანელებლის სურნელება, ასევე დაბალანსებული მჟავიანობა და ტანინები. ღვინო ფრანგულ მუხის კასრშია დავარგებული და წააგავს Cab Sauv-ს. ენდრიუ კი დასძენს, რომ ის იდეალურია საშობაოდ შემწვარი ძროხის ან ცხვრის ხორცის კერძებთან

„ბიმბილი“, ალექსანდროული - „მხოლოდ ერთი ღვინის დალევა რომ შემეძლოს, ეს ალექსანდროული იქნებოდა. მსუბუქი ტანინებით, მშვენიერი არომატებითა და სიხალსით განსაკუთრებულად სასიამოვნო ღვინოა“ - წერს კრისტი კენტერბერი. „ბიმბილის“ ამ ალექსანდროულში კი ექსპერტი ალუბლის, ჟოლოსა და სხვა კენკრის არომატებს გამოარჩევს, დასძენს იმასაც, რომ ღვინო განსაკუთრებით მოუხდება მოჭიქულ ლორს. სტატიას imbibe magazine-ზე წაიკითხავთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.