Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Wine & Gourmet JAPAN 2015 და ქართული ღვინის გამოწვევები იაპონიაში

დღეს, 17 აპრილს ტოკიოში დაიხურება ღვინისა და გასტრონომიის სავაჭრო გამოფენა - Wine & Gourmet JAPAN 2015, რომელიც წელს მეექვსედ ჩატარდა. გამოფენა ღვინის, ალკოჰოლური სასმელებისა და საკვები პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა იაპონიაში. 899 მწარმოებელი კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია 9 პავილიონში, 32 360 მ² ფართობის საგამოფენო სივრცეში. ღონისძიებას ესწრებიან ვაჭრობისა და კვების მრეწველობის წარმომადგენლები - იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები, ბროკერები, ღვინის კოლექციონერები, ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეებს ჰქონდათ  შესაძლებლობა, შეხვედროდნენ და საქმიანი კონტაქტი დაემყარებინათ  ღვინის, გასტრონომიის, სასმელების ინდუსტრიის ექსპერტებთან და გადავწყვეტილების მიმღებ პირებთან. 

წლევანდელი გამოფენის ორგანიზატორებმა მრავალფეროვანი პროგრამა შეიმუშავეს, რაც ითვალისწინებდა სხვადასხვა სახის დეგუსტაციებსა და სემინარებს, მათ შორის, დეგუსტაციებს, რომლის მიზანია რჩეული ღვინოების შეწყვილება იაპონურ სამზარეულოსთან. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ღვინის ეტიკეტის კონკურსი, სადაც ცალკე გამოვლინდა ქალბატონებისა და მამაკაცების რჩეული ეტიკეტები, ასევე, დასახელდა გამოფენაზე წარმოდგენილი ღვინოების საუკეთესო ეტიკეტები. განსაკუთრებით მრავალფეროვანი და გრანდიოზული იყო გუშინდელი საღამო, როცა გამოფენის ფარგლებში ღონისძიება, სახელწოდებით „ღვინის ღამე“ - გაიმართა. საღამოს მისი მიზანი იყო საერთაშორისო მწარმოებლებისა და ადგილობრივი ღვინის ექსპერტების გაცნობა, მის ორგანიზებაში მონაწილეობდა გავლენიანი იაპონური ჟურნალი „Wine Kingdom Magazine“.  

საქართველომ Wine & Gourmet JAPAN-ის გამოფენაზე წელს პირველად მიიღო  მონაწილეობა. საქართველოს სტენდს, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად,  წარმოადგენდა ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია: ბესინი, კახური ღვინის მარანი, შუხმან ვაინს ჯორჯია, თბილვინო, KTW, და ქინძმარაულის მარანი.

გამოფენის სასემინარო პროგრამის ერთ-ერთი პირველი მოხსენება იყო „საქართველო - ღვინის აკვანი“, რომელიც მონაწილეებს წარუდგინა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, გიორგი თევზაძემ. მეორე სემინარს საქართველოს შესახებ უძღვებოდა „Shuchmann Wines Georgia“-ს საერთაშორისო გაყიდვების მეჯერი, ეკატერინე ჯავახია. მოხსენების სათაური იყო „იცნობდეთ შუხმანის ღვინის საწარმოს ულტრა პრემიალურ ღვინოებს და ყურძნის ქართულ ჯიშებს“. 

2014 წლის განმავლობაში და, განსაკუთრებით, 2015 წელს, იაპონია გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პრიორიტეტული და მზარდი ბაზარი. თუ 2014 წლის იანვრის თვეში იაპონიაში მხოლოდ 840 ბოთლი ღვინო გავიდა წლის ბოლოს, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 23 911-მდე გაიზარდა. 2015 წლის დასაწყისში იაპონიამ ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების მე-14 სტაბილური ადგილიდან ათეულში გადაინაცვლა და, რაც ყველაზე საინტერესოა, იანვრის მონაცემებმა 2933 %-იანი ზრდა აჩვენა 2014-ის იმავე თვის  გაყიდვებთან შედარებით. უკანასკნელ წლებში იაპონიის ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდა ექსპორტის პოზიტიური დინამიკით. ეს ტენდენცია 2015 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. გაყიდვების სტატისტიკა იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის 194 %-იან მატებას აჩვენებს.

ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა ისეთ მასშტაბურ გამოფენებში, როგორიც არის Wine & Gourmet JAPAN 2015, სადაც ქართული ღვინის მწარმოებლებს ეძლევათ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, წარადგინონ ღვინო, საერთაშორისო ექსპერტებს გააცნონ ქართული ღვინის დიდი ისტორია, გაიზიარონ კონტაქტები ღვინის პროფესიონალებთან და გაყიდვების სფეროს აგენტებთან. 

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული