Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სან-ფრანცისკოში ახალი ქართული რესტორანი იხსნება

თუ სან ფრანცისკოში, ჩრდილოეთ სანაპიროსა და Chinatown-ზე პიცებისა და “დამპლინგების” სასადილო სივრცეების გარდა რაიმე უფრო ნაცნობი მოგენატრებათ, მომავალი თვიდან ქართულ რესტორანს აღმოაჩენთ, რომელიც ამ მრავალფეროვან უბნებს შავი ზღვისა და კავკასიის არომატებს მოუტანს. 

San Francisco Standard შალვა ძოწენიძეს ესაუბრა, რომელიც სან კარლოსში რესტორანი “თამარის” შემდეგ ამჯერად Cheeseboat-ის გახსნას სან ფრანცისკოში, თებერვლის პირველ კვირაში გეგმავს. რესტორანი “თამარისგან” განსხვავებით Cheeseboat სწრაფი კვების კონცეფციის სასადილო იქნება, სადაც სტუმრები ლანჩისა და სადილის მირთმევას შეძლებენ. 

ახალი რესტორნის სახელწოდება აჭარული ხაჭაპურის ფორმიდან გამომდინარეობს, რომელიც ფუმფულა ნავს წააგავს ყველითა და კვერცხით. ცხელი ყველი ცომში დნება, უმი კვერცხის გული კი იდეალურად ეხამება ხაჭაპურს.” - ვკითხულობთ სტატიაში. ძოწენიძემ აღნიშნა, რომ სან ფრანცისკოში დიდი ხანია რესტორნის გახსნა სურდა: “ბევრმა მითხრა, რომ აქაურობა მაღალი დანაშაულის გამო საშიში იყო და რესტორნის გახსნაც არ ღიდა, თუმცა ჩვენ, საზოგადოება, უნდა გავერთიანდეთ და ეს სურათი შევცვალოთ. გარდა ამისა, აქაური მრავალფეროვნება ძალიან მომწონს”.

ჩრდილოეთ სანაპირო შეიძლება იდეალური ადგილი იყოს სან ფრანცისკოში ახალი სამზარეულოსა და გემოებისთვის: “ისტორიული “სამეზობლო” (აქაური უბნები) კულტურულ რენესანსს განიცდის, ქართული რესტორანი 70-წლიანი ისტორიის მატარებლის, City Light Books-ის გვერდზე იქნება.”- აღნიშნავს ავტორი.

სასმელების არჩევანი მოიცავს თეთრ, ქარვისფერ და წითელ ქართულ ღვინოებს, რომლებიც ქართული ტრადიციული ტექნოლოგიითაა დაყენებული ქვევრში. ძოწენიძე ამბობს, რომ ქვევრის ღვინოები კალიფორნიულ ღვინოებზე მეტად სხეულიანი, რბილი და სასიამოვნო დასალევია და იმედოვნებს, რომ ადგილობრივებს ძალიან მოეწონებათ. 

სტატიაში საქართველოზეც ვკითხულობთ, ავტორი წერს, რომ ქართული სამზარეულო ძალიან პოპულარულია აღმოსავლეთ ევროპასა და აშშ-ში,    სადაც განსაკუთრებით ხინკალი მოსწონთ. ძოწენიძე მენიუში ხორცის გარდა სოკოსა და კარტოფილის ხინკლის შეტანას აპირებს, რათა ვეგანებსაც არ დასწყვიტოს გული და იგივენაირად შეაყვაროს ქართული სამზარეულო: “მე სან-ფრანცისკოზე, როგორც შეერთებული შტატების სურსათის დედაქალაქზე ვფიქრობ და შესაბამისად ჩვენს რესტორნის იდეასა და სამომავლო გეგმებს ძალიან სერიოზულად და ფაქიზად ვეკიდებით.” - აღნიშნავს ხელმძღვანელი. სტატიას სრულად San Francisco Standard-ის გვერდზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული