Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ბორდო 2011

ღვინის ექსპერტები და მწარმოებლები 2011 წლის ბორდოს მოსავალს დადებითად ახასიათებენ, თუმცა იმის ხაზგასმაც არ ავიწყდებათ, რომ მოსავალი იდეალური ნამდვილად არ არის. 2009 და 2010 წლის შესანიშნავი რთველის შემდეგ ამგვარი შედეგი შეიძლება პირიქით, წაადგეს კიდეც ბორდოელ მეღვინეებს პრობლემების მოგვარებაში და მათ ნათლად დაანახოს რეალობა.

2011 წლის არამდგრადმა ამინდმა მევენახეებს არაერთი თავსატეხი გაუჩინა - მშრალი გაზაფხული და ივნისის უჩვეულო სიცხეები სექტემბრის წვიმიანმა ამინდმა და სეტყვამ დააგვირგვინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლევანდელი მოსავალი შარშანდელზე დაახლოებით 10%-ით ნაკლები იქნება, ფასები პრემიალური შატოების ღვინოებზე კი 20%-ით ან მეტით დაიკლებს.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123