Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Moet & Chandon–ის საახალწლო საჩუქარი

ლეგენდარულმა შამპანურის სახლმა Moet & Chandon-მა საახალწლოდ სიახლე შესთავაზა მომხმარებელს - გამოუშვა შამპანურის ლიმიტირებული სერია, რომლის ბოთლებიც ფურცლოვანი ოქროთია დაფარული. ბოთლის დიზაინზე ფრანგული საიუველირო სახლის -Arthus Bertrand-ისიუველირები მუშაობდნენ. მათ წინაშე იდგა ამოცანა-შეექმნათ ბოთლის ისეთი დიზაინი, რომელიც ბრენდის სამეფო ტრადიციებს გაუსვამდა ხაზს. როგორც ცნობილია, Moet & Chandon-ის პროდუქციას საფრანგეთის მეფეები და იმპერატორები 300 წლის განმავლობაში მიირთმევდნენ. შეიძლება ითქვას, საიუველირო სახლის იუველირებმა წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას. ალკოჰოლური სასმელების სხვა ლიმიტირებული სერიების მსგავსად, ზემოხსენებული ბოთლები განსაკუთრებულად არის შემკული. ჭურჭლის დეკორს ამშვენებს სანთლის ბეჭდიანი ოქროს მედალიონი საფრანგეთის ოლქ ეპერნეს ნიშნით. ეს ოლქი წარმოადგენს შამპანურის წარმოების ერთ-ერთ მთავარ ცენტრს, სადაც განლაგებულია Moet & Chandon-ის ოფისი. ბოთლი ასევე შემკულია იისფერი ბაფთით, რომელიც ამავე შამპანურის სახლის ლიმიტირებულ სერიებს ჯერ კიდევ 1886 წლიდან მოყოლებული ამშვენებს. თითოეულ ბოთლს მოყვება ოქროს კალამი, რათა ეტიკეტზე სამახსოვრო წარწერა გააკეთოთ. უფრო ადრე, 2008 წელს, ფრანგმა დიზაინერმა - კამილ ტუპემ Moet & Chandon -სათვის ბატკნის ნაზი ტყავისაგან სვაროვსკის კრისტალებით შემკული და შიგნიდან ოქროს ფირფიტებით დაფარული შალითები შექმნა, რომლებიც შამპანურის გასაგრილებლად იყო გამიზნული.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული