Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართული ღვინის წარმატების მიზეზი მისი ისტორიაა” - travel and leisure Asia ქართულ ღვინოსა და კულტურაზე წერს

Travel and Leisure Asia ამერიკული მაღალი კლასის ჟურნალის აზიური გამოცემაა, რომელიც მკითხველს მოგზაურობის შესახებ სხვადასხვა საინტერესო იდეებს სთავაზობს ხოლმე. ამჯერად Ranjan Pal საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ წერს: “ქართული ღვინის კულტურა ძლიერდება,  კიდევ უფრო იზრდება. ქვეყანაში თანდათან უფრო მეტი პროფესიონალი სომელიე, მწარმოებელი და ღვინის  ექსპერტია. ქართული ღვინის შესახებ მთელს მსოფლიოს სულ უფრო მეტი ესმის” - წერს ავტორი. 

სტატიაში სხვადასხვა თემის შესახებ საუბრობენ, მათ შორის ქართული მზარდი ღვინის ინდუსტრიის, ქვევრის ღვინისა და ტექნოლოგიის, კახეთის, როგორც ყველაზე პოპულარული ღვინის რეგიონისა და საინტერესო, აუცილებლად მოსანახულებელი ადგილების შესახებ. ავტორი მკითხველს რქაწითელისა და საფერავის, ყველაზე გავრცელებული ჯიშების შესახებაც ესაუბრება: “საფერავი, რომელსაც წითელი რბილობი აქვს ძალიან მუქი ფერით ხასიათდება, რაც ღვინოს შესანიშნავ, ღრმა მეწაფულ შეფერილობასა და მკვეთრ, სახასიათო გემოსა და არომატებს სძენს.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ავტორი კახეთზე საუბრისას პირველ რიგში იქ ღვინის წარმოებაზე, ვენახების რაოდენობასა და კლიმატზე საუბრობს. მოგზაურობა “ვაზისუბნის მამულიდან” დაიწყო, სადაც ადრე სულხან ჭავჭავაძე ცხოვრობდა, შემდეგ კი წინანდლის მამულს ესტუმრა: “აქ ღვინო პირველად 1814 წელს ჩამოასხეს. კახეთში ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ წინანდლის მამული, რომელიც მუზეუმად იქცა თავისი ფერწერული ტილოებით, მუსიკალური ინსტრუმენტებით, მშვენიერი ავეჯით, ინტერიერითა და ძველი მარნით.” - აღნიშნავს რანჯან პალი. კახეთში სტუმრობა “შატო ბუერას” მონახულებით დაასრულეს, რომლითაც, როგორც ჩანს, ავტორი ყველაზე მეტად მოიხიბლა: “მოგზაურობის ბოლოს მივხვდი, რატომ მოსწონდა ყველას ქართული ღვინო მთელს მსოფლიოში. ეს არც განსაკუთრებული ხარისხის ან წარმოუდგენლად მაღალი ფასის გამოა. მიზეზი მისი ისტორიაა, ქართული ღვინის ძალიან ხანგრძლივი ისტორია, რომელიც ღრმად არის გადაჯაჭვული ქვეყნის კულტურასთან.” ვკითხულობთ სტატიაში, სადაც მისი პოპულარობის  შემდეგ მიზეზად ქვევრის ტექნოლოგიას ასახელებენ. სტატიას travel and leisure asia-ზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული