Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ეგვიპტეში ძვ.წ. 3000 წლით დათარიღებული ღვინის ჭურჭელი აღმოაჩინეს

Science Alert გუშინ, 11 სექტემბერს, მნიშვნელოვან განცხადებას აქვეყნებს. არქეოლოგებმა ძველ ეგვიპტურ სამარხში ღვინის ჭურჭელი აღმოაჩინეს. პირველი დინასტიის ეგვიპტის დედოფალი მერეტ-ნიტის (Meret-Neith) სამახრში სხვა სიმდიდრესთან ერთად ღვინის რამდენიმე ჭურჭელიც იყო, რომელთაგან ზოგიერთი ჯერ კიდევ დალუქულია. მათი თქმით, ასეთი მდიდრული ნივთები სწორედ იმას უსვამს ხაზს, რომ ის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ადამიანი იყო, შესაძლოა, პირველი ფარაონი ქალიც კი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედოფალი დაახლოებით ძვ.წ. 2950 წელს მსახურობდა: "ის შესაძლოა თავად იყო მმართველი ფარაონი, თუმცა მისი პოზიციის დაზუსტებით თქმა ვერ შეძლეს. იგი მამრობითი სქესის ფარაონების განსასვენებელში იყო დაკრძალული, იმაზე ზომის იყო მისი საფლავიც, ფარაონი, სავარაუდოდ, თავის დროზე ყველაზე ძლიერი ქალი იყო." - ვკითხულობთ სტატიაში.

არქეოლოგთა საერთაშორისო ჯგუფს ვენის უნივერსიტეტიდან კრისტიანა კიოლერი ხელმძღვანელობს, მასთან ერთად კი ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო მუშაობს. კვლევა ჯერ არ დასრულება, მერეტ-ნიტის მდიდრული სამარხის კიდევ უფრო უკეთ შესწავლას ცდილობენ.

ღვინის თიხის ჭურჭლის გარდა, რომლებშიც ყურძნის მარცვლები და წიპწები აღმოაჩინეს, მკვლევარებმა 41 კარისკაცისა და მსახურის სამარხიც იპოვეს, სადაც თიხა, აგური და ხეა გამოყენებული. კვლევარების თქმით სამარხი აგებულია ეტაპობრივად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ კარისკაცები, როგორც ჩანს, პატივისცემის ნიშნად დედოფალთა დაკრძალეს, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება საკმაოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ იმ პერიოდში რიტუალური სმხვერპლშეწივები ტარდებოდა, როგორც სამეფო დაკრძალვის ნაწილი.  

გუნდი ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროსთან, კაიროში გერმანიის არქეოლოგიური ინსტიტუტთან, ვენის აქეოლოგიურ და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან და შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტებთან ინტერდისციპლინური და საერთაშორისო თანამშრომლობით მუშაობს. პროექტს აფინანსებს ავსტრიის სამეცნიერო ფონდი (FWF) და გერმანიის კვლევითის ფონდი (DFG). კვლევის შესახებ წყაროს გაეცნობით ვენის უნივერსიტეტის გვერდზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული