გამოქვეყნებულია: 25 ოქტომბერი, 2011 - 12:40

22 ოქტომბერს ისრაელში ქართული ღვინის დღეEგაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ექსპორტის ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა „თბილღვინოს”, „შატო მუხრანის”, „კახეთის ტრადიციული მეღვინეობისა” და „ბაგრატიონის” პროდუქცია წარადგინეს.
ქართული ღვინის დღეზე მიწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თრეიდერები, ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში გადაწყვეტილების მიმღები პირები, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ქსელების წარმომადგენლები, ადგილობრივი მთავრობისა და პრესის წარმომადგენლები, რომლებმაც ქართული ღვინოები დააგემოვნეს. საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის ბაზარზე ქართულ ალკოჰოლურ სასმელებზე მოთხოვნა კვლავ საკმაოდ დიდია.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
israeli da qartuli gvino
ავტორი: Anonymous - 31/10/2011
dgeebi gasagebia magrtam gakidvashi tuiqneba da sad?didi xania vedzeb da qartveli ebraelebis chamosxmuli gvinismsgavsi sitxisgarda araferia aq,romelic qartuli gvinis popularizacias am qvekanashi namdvilad veremsaxureba,shigtavsis gemodan gamomdinare
- reply










