Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩეხეთმა მშრალი კანონი გააუქმა

ჩეხეთის ხელისუფლებამ მაგარი სპირტიანი სასმელების გაყიდვის ნებართვა გასცა და ამით ქვეყანაში გააუქმა მშრალი კანონი, რომელიც მხოლოდ 12 დღის განმავლობაში მოქმედებდა. ალკოჰოლით ვაჭრობის აკრძალვამ მოსახლეობის მასობრივი მოწამვლა და მისგან გამომდინარე ლეტალური შედეგები გამოიწვია. ამის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა, მშრალი კანონი გაეუქმებინა და ისევ დაეშვა სპირტიანი სასმელებით ვაჭრობა. სექტემბრის ბოლოს ჩეხეთის პოლიციამ დააკავა ორი ბოროტმოქმედი, რომლებიც ცდილობდნენ სასმელის დამზადების ტექნოლოგიის გაყალბების ხარჯზე მეტი სარგებელი მიეღოთ. მათ მიერ ჩამოსხმული სასმელი იმდენად დიდი რაოდენობის იყო, რომ დღემდე რჩება ბაზარზე. სწორედ ამის გამო ჩეხეთში ამჟამად მხოლოდ იმ სასმლის გაყიდვაა ნებადართული,  რომელიც 2012 წლის პირველ იანვრამდეა ჩამოსხმული. ჩეხეთი მსოფლიოს იმ ქვეყნებს განეკუთვნება, სადაც ალკოჰოლს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოიხმარენ. გარდა ამისა, ადგილობრივი ჩეხური ლუდის გასასინჯად პრაღაში ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან, ჩეხურ სასმელს განსაკუთრებით ბრიტანელები აფასებენ. ამიტომ გასაკვირი სულაც არ არის, რომ ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვამ ჩეხეთის ბიუჯეტს სერიოზული ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით დაზარალდნენ ალკოჰოლის ჩეხი მწარმოებლები, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავენ. ამასობაში კი ჩეხეთის პოლიცია ბაზარზე ფალსიფიცირებული ლიქიორების ძებნას აგრძელებს. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, საქმე ეხება დაახლოებით 15 ათას ლიტრ მომაკვდინებელ სასმელს.“მშრალი კანონის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ყველას შეუძლია წავიდეს უახლოეს ბარში და დალიოს რაც მოეხასიათება. მოწამვლის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს,” - გააფრთხილა თანამემამულეები ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ევროკავშირის კანონმდებლობით დამნაშავეებს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ჩეხეთში კი ბევრი მიიჩნევს, რომ 26 მოქალაქის ფაქტობრივი მკვლელისთვის ასეთი განაჩენის გამოტანა ძალიან მსუბუქი სასჯელია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული