Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სტაფილო კორეულად

საჭირო მასალა: 1 კგ სტაფილო, 2 საშუალო ზომის ხახვი, 1/3 ჭიქა რაფინირებული ზეთი, 1-2 წითელი წიწაკა, 6-7 ს.კ. ძმარი ბალზამიკო, 2 ჩ.კ. ქინძის თესლი, 1/2 ჩ.კ. პილპილი, 6-7 კბილი ნიორი, 1 ჩ.კ. შაქარი, 3 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ს.კ. ტერიაკის სოუსი, 1 ჩ,კ. ქუნჯუთის ზეთი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება: სტაფილო დავჭრათ ძალიან წვრილად ან მსხვილ სახეხზე გავხეხოთ. მოვაყაროთ მარილი და ხელით ავურიოთ. დავტოვოთ 30-40 წუთი, რომ წვენი გაუშვას. ამასობაში ალყა-ალყა დავჭრათ ხახვი და ზეთში ნელ ცეცხლზე მოვშუშოთ. საფქვავში წმინდად დავფქვათ წიწაკა, პილპილი და ქინძის თესლი. სტაფილო რაც შეიძლება კარგად გავწუროთ, მოშუშული ხახვდ გადავუწუროთ ცხიმი და შეგვიძლია ცალკე გამოვიყენოთ. სტაფილო ჩავაწყოთ თასში, შუაგულში ჩავაღრმავოთ და შიგ მოვათავსოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფქული სანელებლები და შაქარი. ხახვის შენაწვავი ზეთი ავადუღოთ და ჩავასხათ სტაფილოს ჩაღრმავებულ ნაწილში. სტაფილოს მოვურიოთ, რომ არომატიც კარგად გაუჯდეს. დავასხათ სოიისა და ტერიაკის სოუსები, ქუნჯუთის ზეთი, ბალზამიკო, ავურიოთ, გავაჩეროთ 3 საათი ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ გადავიტანოთ მაცივარში და ერთი ღამით დავტოვოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული