Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქაღალდის ბოთლები

მინისგან დამზადებული ღვინის ბოთლები ახლო მომავალში შესაძლოა გამოუსადეგარი გახდეს და ისინი ქაღალდისგან დამზადებულმა ბოთლებმა ჩაანაცვლოს. ქაღალდის  უნიკალური ჭურჭელი ბრიტანელმა გამომგონებელმა - მარტინ მიერსკოფმა შექმნა და Greenbottleუწოდა. ბოთლი პაპიე-მაშეს ტექნოლოგიითაა დამზადებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს წარმოადგენს. მის დამზადებისას ატმოსფეროში ბევრად ნაკლები მავნე აირი იფრქვევა, ვიდრე მინის ბოთლის დამზადებისას, გარდა ამისა, ქაღალდის ბოთლი, ნარჩენის სახითაც კი, უვნებელია გარემოსთვის და მისი შემადგენელი კომპონენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში ნეიტრალიზდება. ღვინოს ქაღალდთან შეხება არ აქვს, მისი შიდა ფენა ისეთი მასალისგანაა დამზადებული, როგორიც ტეტრაპაკის შეფუთვაში გამოიყენება. მინის ბოთლისგან განსხვავებით, ქაღალდის ბოთლი არ გატყდება და შეუდარებლად მსუბუქია. ეკოლოგიურად სუფთა ქაღალდის ბოთლები, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან გამოჩნდება ბრიტანეთის მაღაზიებში - ბატონი მიერსკოფი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სავაჭრო ქსელების მეპატრონეებთან. რამდენიმე ხნის წინ გამომგონებლის მიერ შექმნილი, რძისთვის განკუთვნილი ქაღალდის ბოთლები უკვე პოპულარულია და მიერსკოფი იმედოვნებს, რომ წარმატება ღვინის ბოთლების შემთხვევაშიც არ დააყოვნებს. ცნობილი ღვინის ექსპერტი და სომელიე ჯერარდ ბასეტი ქაღალდის ბოთლების იდეას მიესალმება და აცხადებს: “თუკი ასეთი შეფუთვით დროისა და ფულის ეკონომია შეიძლება, ამასთან, ის ეკოლოგიურადაც  უვნებელია, რატომაც არა?”  მაგრამ იმავდროულად ბასეტი თვლის, რომ ასეთი შეფუთვით მხოლოდ დაბალფასიანი ღვინო უნდა გაიყიდოს. ,,ვერ წარმომიდგენია ქაღალდის ბოთლებში ჩამოსხმული ელიტური ღვინო” - დასძენს ის.

 © ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.