Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Irish Mist-ის ახალი მფლობელი

ცნობილი გახდა, რომ Gruppo Campari კომპანია  William Grant & Sons-საგან ყიდულობს შემდეგ მარკებს: Carolans, Frangelico, Irish Mist. როგორც Gruppo Campari-ს ანალიტიკოსები აცხადებენ, გარიგების საფასური 128,2 მილიონ ევროს შეადგენს. ამ შენაძენის შედეგად კი კომპანიის პროდუქციის გაყიდვების 50 მილიონი ევროთი ზრდაა მოსალოდნელი. William Grant & Sons Holdings Ltd. Mკი, თავის მხრივ, მწარმოებლისა და დისტრიბუტორის, C&C Group plc.-ის ალკოჰოლური ქვეგანყოფილების, Spirits & Liqueurs-ის ახალი მფლობელი გახდა. გარიგების საფასურად დაახლოებით 300 მილიონი ევრო სახელდება. C&C Group-ის საკუთრება იყო ისეთი ბრენდები, როგორიცაა: Tullamore Dew, Carolans, Frangelico, Irish Mist. ამ გარიგების შედეგად კომპანიის ვალები საგრძნობლად შემცირდა, ინვესტირება კი სხვა სახის ალკოჰოლური სასმელის, ძირითადად სიდრის წარმოების კუთხით გაძლიერდება. ზოგიერთი მონაცემებით, ვისკი Tullamore Dew  პოპულარობით მხოლოდ Jameson-ს ჩამორჩება, ლიქიორი Irish mist  კი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული