Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პრემიერ-მინისტრის მარნის ღვინოები აუქციონზე გაიყიდა

რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მარნის რამდენიმე ათასი ღვინის ბოთლი აუქციონზე გაიყიდა და ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით 173 ათასი ევროთი შეივსო. უნდა აღინიშნოს, რომ გაყიდვებიდან შემოსული თანხა ორჯერ აღემატება იმ თანხას, რაც სპეციალისტებმა აუქციონის დაწყებამდე დაასახელეს. აუქციონის უმთავრესი ლოტი 27 წლის ახალგაზრდა ჩინელს ლიშენ ხუანს ერგო, მან Romanée Conti-ს ერთი ბოთლი ღვინო 10,5 ათას ევროდ შეიძინა. სპეციალისტები ამჯერადაც შეცდნენ, რადგან ვარაუდობდნენ, რომ ეს ღვინო ორჯერ ნაკლებ ფასად გაიყიდებოდა. თავად ლიშენ ხუანმა კი განაცხადა, რომ შენაძენი მისი საკუთრება არ არის და იგი აუქციონზე ერთ-ერთ ჩინურ კომპანიას წარმოადგენდა. ხოლო რომელი კომპანია დაეუფლა ფრანგულ საგანძურს, ეს საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა.

ახალგაზრდამ ისიც გაამხილა, რომ რამდენიმე თვის წინ ელისეს სასახლის მიერ ჩატარებულ აუქციონშიც მიიღო მონაწილეობა და იქაც არაერთი უმნიშვნელოვანესი ლოტი შეიძინა. პრემიერის ღვინის აუქციონი პარიზის სააუქციონო სახლ Maison Drouot-ში ჩატარდა და იქ წარმოდგენილ თითოეულ ბოთლს პრემიერის რეზიდენციის, მატინიონის სასახლის გამოსახულება ამშვენებდა. 

უნდა აღინიშნოს, რომ საპრეზიდენტო მარნის ღვინოების აუქციონიდან სახელმწიფომ 720 ათასი ევრო მოგება მიიღო, თანაც ზუსტად იმდენივე ბოთლი გაიყიდა, რაც საპრემიერო მარნის აუქციონზე. თუმცა, მოგება ორჯერ აღემატებოდა სპეციალისტების მიერ წინასწარ დასახელებულ თანხას. ამ აუქციონებმა ზოგი ფრანგი კრიკიტოსის წყრომაც გამოიწვია. მათთვის ასეთი ღვინოების გასხვისება ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაყიდვის ტოლფასი აღმოჩნდა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული