Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარანი “უწყინარი” - მცირე მარნების ანთოლოგია (113)

- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

- ჩვენს ოჯახში ნახევარ საუკუნეზე მეტი არსებობდა ღვინის დაყენების ტრადიცია, ყოველთვის იყო მარნისთვის განკუთვნილი ადგილი, სადაც მზადდებოდა ღვინო.მარანი უწყინარის დაარსება კი იმ მრავალწლიანი სურვილის ხორცშესხმა იყო,რასაც ნამდვილი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის დაყენება ჰქვია. სწორედ ამიტომ 2017 წელს მამა მიქაელ წულუკიძემ, მამაჩემმა, გადაწყვიტა საფუძვევლი ჩაეყარა მარნის მშენებლობას (ეს მისი მრავალწლიანი ოცნება იყო). ჩემი ღვინოსთან დაკავშირებაც ამ დროიდან დაიწყო. 2017 წლამდე საერთოდ ვერ ვიფიქრებდი რომ მეღვინეობა იქნებოდა ჩემი მომავალი საქმე.მარნის დაარსების დღიდან აქტიურად ვეხმარებოდი მამაჩემს მეღვინეობაში. ჩემთვის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო  მეღვინეობა,სწორედ ამიტომ მალევე გადავწყიტე მეღვინეობას გავყოლოდი და მთელი გულით შემეყვარებინა ეს საქმე -შოთა წულუკიძე.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

- ვენახები გაშენებულია ახმეტაში სოფელ მაღრაანში,ზღვის დონიდან 500 მეტრზე,საიდანაც უმაღლესი ხარისხის ჯიშის ყურძენი მიიღება,ესენია ხიხვი,ქისი,მწვანე,რქაწითელი და საფერავი.რაჭაში ვენახი მდებარეობს ამბროლაურში, სოფელ სადმელში, რომელიც იდეალური ადგილია რაჭული თეთრასთვის (წულიკიძის თეთრა,ერთ-ერთი უძველესი და იშვიათი ჯიში საქართველოში). ვენახი გაშენებულია ზღვის დონიდან 760 მეტრზე.როგორც რაჭველს ამ კუთხესთან დიდი სიყვარული მაკავშირებს და ჩემი მომავალი გეგმებიც სწორედ მას უკავშირდება მსურს უფრო აქტიურად ვიმუშავო რაჭულ ძირძველ ჯიშებთან რადგან თითოეული მათგანი უნიკალურია და იძლევა უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- მარანი უწყინარი აწარმოებს ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებულ ქვევრის ღვინოებს,რომელბიცაა წულუკიძის თეთრა, ხიხვი, ქისი, მწვანე, რქაწითელი, საფერავი.ღვინის დამზადების პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეღვინის განწყობას, რაც შემდგომში აუცილებლად აისახება მის ხასიათში. ჩემი აზრით სწორედ ღვინის დამზადების პროცესში შექმნილი გარემო ხდის ჩვენს თითოეულ ღვინოს გამორჩეულს და უნიკალურს.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?

- ჩემთვის ყურძნის გადამუშავება ყველაზე საყვარელი პროცესია,რადგან ამ დროს მეღვინის ყველაზე მეტი ჩართულობაა საჭირო მან უნდა განსაზღვროს უამრავი ფაქტორი,მაგალითად შეძლოს სხვადასხვა ხარისხის ყურძნისთვის საუკეთესო ტექნოლოგიური ციკლის შერჩევა,რაც საუკეთესო შედეგის მისაღწევად აუცილებელია.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- ჩვენი ღვინის გაყიდვის პირველი გამოცდილება 8000 მოსავლის ქსელი იყო რომელთანაც დღესაც  აქტიურად ვთანამშრომლობთ.

- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

- დიახ ჰოლანდია პირველი ქვეყანა იყო,რომელშიც ჩვენი ღვინო შევიდა.აღსანიშნავია ისიც რომ ჰოლანდიელი ექსპორტიორებთან შეხვედრა  მთაწმინდის ღვინის ფესტივალზე მოხდა და დღესაც ვთანამშრომლობთ მათთან.ასევე ჩვენი ღვინო იყიდება გერმანიაშიც და წელს უკვე ამერიკის ბაზარიც შეემატა ექსპორტის ქვეყნების სია.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ერთ-ერთი  სირთულე ალბათ 2020 წელი იყო,კორონა ვირუსის პერიოდი, რადგან ამ პერიოდში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ღვინის გაყიდვა

- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?

- ერთი კონკრეტული ფაქტორის გამოყოფა ძნელია.მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად საჭიროა უმაღლესი ხარისხის ყურძენი,შემდგომ ამ ყურძნისთვის სწორი ტექნოლოგიის შერჩევა და სხვა.მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება ერთი მთლიანი ციკლია რთველიდან ბოთლში ჩამოსხმამდე და ერთი შეცდომაც შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ხარისხიანი ღვინის მისაღებად.

- თქვენი აზრით. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- პირველ რიგში აუცილებელია ღვინის წარმოების ხარისხის გაზრდა.ასევე აუცილებელია ღვინის მომხმარებელი გაერკვიოს იმაში თუ რას სვამს.მომხმარებელს უნდა შეეძლოს კარგი და ცუდი ღვინის გარჩევა. ალბათ ხშირად გაგვიგია ფრაზა „სუფთა ღვინოა,რომ არაფერია არ ურევია“ამ კრიტერიუმებით ღვინის შეფასება დაუშვებელია.ასევე მომხმარებელს უნდა ესმოდეს,რომ ხშირ შემთხევაში ფასი არ განსაზღვრავს ხარისხს და მარტო ფასიდან გამომდინარე არ უნდა შეარჩიოს ღვინო.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- ვურჩევდი, რომ ნებისმიერი საქმე რომელსაც აკეთებენ მთელი გულით შეიყვარონ,არ შეუშინდნენ ექსპერიმენტებს,სიახლეებს და შეცდომის დაშვების,რადგან ეს განვითარების საწინდარია.ასევე იშრომონ ბევრი და წარმატებაც აუცილებლად მოვა.

მარნის მისამართი: თბილისი,სოფელი დიღომი,მუხრან მაჭავარიანის 12ა

ტელეფონი:597-15-26-18

ელფოსტა:utskinari@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.instagram.com/utskinari/

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული