Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

27 ღვინის მწარმოებელი საქართველოდან Prowine Shanghai 2023-ზე

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში 8-10 ნოემბერს ღვინის ერთ-ერთი  ყველაზე პრესტიჟული და მნიშვნელოვანი გამოფენა - ProWine Shanghai იმართება. ღონისძიებაზე 30-მდე ქვეყანა მონაწილეობს და მთლიანობაში 20 000-მდე სტუმარს მასპინძლობს. ღვინის კომპანიები გამოფენაზე ხვდებიან ღვინის იმპორტიორებს, ექსპერტებს, მოვაჭრეებს, რესტორნებისა და სასტუმროების წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებსა და ა.შ.

კოვიდ19-ის შემდეგ "პროვაინი" შანხაიში პირველად იმართება. როგორც მარიუს ბერლემანი, ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი აღნიშნავს, წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით ფართომასშტაბიანია: "ჩინეთის ღვინის რეგიონებისთვის ასეთი გამოფენა ჯერ არასოდეს ყოფილა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდა პირველად.

ProWine Shanghai ProWein-ის, მსოფლიოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ტოპ 1 საერთაშორისო სავაჭრო ბაზრობის ნაწილია, რომელიც გერმანიაში ყოველწლიურად თითქმის უკვე 30 წლის განმავლობაში ტარდება. ProWine Shanghai წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩინური დინამიური ღვინის სექტორის ევოლუციაში. აღმოსავლეთ ჩინეთსა და შანხაიში ღონისძიება ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის გამოფენაა.

სანამ ProWine Shanghai-ში დაიგეგმებოდა, Messe Düsseldorf-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც გლობალური მწარმოებლების 90 პროცენტმა აღნიშნა, რომ შანხაი იდეალური ადგილი იქნებოდა ამ ღონისძიებისთვის: "როდესაც ქუჩაში გავდივართ, ძალიან თვალსაჩინოა, რომ შანხაიში უფრო და უფრო მეტი ბარი და ხარისხიანი რესტორანია, რომლებიც პოტენციური მყიდველები შეიძლება გახდნენ“, - დასძინა ბერლემანმა.

ძირითადი მომხმარებელი ახალგაზრდა თაობა ხდება, ჩინეთის ღვინის სექტორი იცვლება, რაც ახლებური განვითარების გზის ტენდენციას იწყებს. ქვეყანაში ღვინო ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში განვითარდა და ის ახლა ის ყოველდღიური ცხოვრების წესიც კია ბევრი მათგანისთვის.

ჩვენ ველით, რომ განვავითაროთ წამყვანი გლობალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის მრავალფეროვან სეგმენტს“, - თქვა ბერლემანმა: "ProWein-ს შანხაიში, სინგაპურში, ჰონკონგში, მუმბაიში, ტოკიოსა და სან პაულოში, ინდუსტრიის ყველა მოთამაშის გვერდით და მსოფლიოს საკვანძო ბაზრებზე მივყავართ.”

რაც შეეხება საქართველოს, აღსანიშნავია, რომ, 2023 წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით,  ქართულმა ღვინის მწარმოებლებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში The 108th  China Food&Drinks Fair-ზეც, სადაც ქართული ღვინის მასშტაბური სემინარი/დეგუსტაცია გაიმართა ჰონგ-კონგში, ჩატარდა ასევე ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამა-ტრენინგი, რომელსაც ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა. ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ქალაქ შენჭენში გამართულ გამოფენაზეც China Food & Drinks Fair. ღვინის კომპანიები საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ შანხაიში  ქართული ღვინის მასტერკლასსა და დეგუსტაციაზე ხაინანის პროვინციაში.

Prowine Shanghai 2023-ზე მონაწილეობას შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებლები იღებენ:

"მეღვინეობა ხარება"

"თბილღვინო"

"ბოლერო და კომპანია"

"ფალავანი"

"კოტეხი - გურჯაანის მარანი"

"დუგლაძის ღვინის კომპანია"

"მეღვინეობა იყალთო"

"მეღვინეობა ჯობავა"

Tsereteli Winery

ქიმერიონი

"თელავის ღვინის მარანი"

Besini Company

Schuchmann Wines Georgia

"ბექაურის ვენახები"

"ასკანელი"

"მეღვინეობა ჩელთი"

"ტიფლის მარანი"

"შალოშვილის მარანი"

"ბინეხი"

"ალაზანი"

"კორპორაცია ქინძმარაული"

"39 ქვევრი"

"რთველისი"

Heritage Wines Georgia

"მეღვინეობა შუმი"

Wine Guards

Wineman

KTW

ინფორმაციას Prowine Shanghai 2023-ის შესახებ მათსავე ვებგვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.