Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ლუდის ქილების დეფიციტი

ბრაზილიელი ლუდის მწარმოებელები ლუდის ტარის მწვავე დეფიციტს განიცდიან. გაზრდილი მოთხოვნილების გამო ადგილობრივი საწარმოები ვეღარ აუდიან თუნუქის ქილების დამზადებას და უმსხვილესი ბრაზილიური ლუდსახარში კომპანია Cia de Bebidas das Americas მისი არსებობის 125 წლის მანძილზე პირველად გახდა იძულებული საზღვარგარეთიდან შემოეტანა ლუდის ტარა.

დეფიციტია ბრაზილიურ სასოფლო-სამეურნეო სფეროშიც - ქვეყანაში შაქრის წარმოების სიდიდით მესამე კომპანიამ მოსავალი ბოლომდე ვერ აიღო და მისი 10% კიდევ 40 დღით დატოვა მინდვრებში. ამის მიზეზად მოსავლის ასაღებად საჭირო ტექნიკისთვის საბურავების არქონა დასახელდა.

სხვადასხვა საქონლის დეფიციტს ერთობ იმედისმომცემი და დადებითი ახსნა აქვს - ბრაზილიური ეკონომიკა აშკარა აღმავლობას განიცდის – 2009 წელთან შედარებით ამა წლის პირველ კვარტალში მისი მაჩვენებელი 9%-ით გაიზარდა. 1995 წლის შემდეგ ეს ბრაზილიური ეკონომიკის აღმავლობის ყველაზე სწრაფი ტემპია.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234