ბრაზილიელი ლუდის მწარმოებელები ლუდის ტარის მწვავე დეფიციტს განიცდიან. გაზრდილი მოთხოვნილების გამო ადგილობრივი საწარმოები ვეღარ აუდიან თუნუქის ქილების დამზადებას და უმსხვილესი ბრაზილიური ლუდსახარში კომპანია Cia de Bebidas das Americas მისი არსებობის 125 წლის მანძილზე პირველად გახდა იძულებული საზღვარგარეთიდან შემოეტანა ლუდის ტარა.
დეფიციტია ბრაზილიურ სასოფლო-სამეურნეო სფეროშიც - ქვეყანაში შაქრის წარმოების სიდიდით მესამე კომპანიამ მოსავალი ბოლომდე ვერ აიღო და მისი 10% კიდევ 40 დღით დატოვა მინდვრებში. ამის მიზეზად მოსავლის ასაღებად საჭირო ტექნიკისთვის საბურავების არქონა დასახელდა.