Home
ქართული | English
აგვისტო 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღვინოებს გაყიდის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ჰენრი ბელინგემმა განაცხადა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათ საცავში არსებული სასმლის მარაგი გაიყიდება. ,,პარლამენტს ყოველწლიურად წარვუდგენთ ანგარიშს იმის შესახებ, თუ რა ტიპის და რაოდენობის სასმელი დაიხარჯა ჩვენი მარაგიდან, რა შევიძინეთ, რამდენი დავხარჯეთ და ა.შ.“ – თქვა მან.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასმლის მარაგი, რომელიც სპეციალურად გამოყოფილ სარდაფში ინახება, თითქმის ასი წელია, რაც სახელმწიფო ვიზიტების მსვლელობისას გამოიყენება. სასმელების ნაწილის გაყიდვისა და მარაგის განახლების გზით შესაძლებელი იქნება ხარჯების შემცირება და ოპტიმიზაცია, 2015 წლამდე დაიზოგება დაახლოებით 500 000 გირვანქა სტერლინგი.

დღეისათვის სახელმწიფოს ღვინის სარდაფებში 40 000-ზე მეტი ბოთლი ღვინო და მაგარი სასმელი ინახება, რომელთა საერთო ღირებულებაც 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. იქ ინახება ისეთი ძვირფასი და იშვიათი ღვინოები, როგორებიცაა: Chateau Latour, Chateau Lafite, Chateau Margaux და Chateau Mouton Rothschild. 1961 წლის ერთი ბოთლი Chateau Latour-ის ფასი 4 000-დან 10 000 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს. კოლექციის მშვენებაა აგრეთვე 1931 წლის ჩამოსხმა პორტვეინი Quinto Do Noval, რომელიც თავის სეგმენტში XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო სასმელად მიიჩნევა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული