Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – "ღვინის გზამკვლევი" (9) 09.11.2012

 

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ჰონგკონგის ბაზრობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ბლოგერების საერთაშორისო ფორუმი, რომელიც თურქეთის ქალაქ იზმირში ხვალ გაიხსნება. ღონისძიებას 300–მდე  ბლოგერი ეწვევა. ფორუმის ფარგლებში სპეციალური დეგუსტაციაც მოეწყობა. მისი სახელწოდება ასე ჟღერს – „გრანდ ტერუარი“,  სადაც ღვინის თემაზე მომუშავე ბლოგერები ყველა წარმოდგენილი ქვეყნის ღვინოს დააგემოვნებენ. მათ შორის, ღვინის იშვიათი და ნატურალური სახეობებით  10 ქართული ღვინის კომპანიაცაა წარსდგენილი.

 „გრანდ ტერუარს“ გასულ წლებში იტალია და პორტუგალია მასპინძლობდა. წელს კი ფორუმი თურქეთში 9 ნოემბერს გაიხსნება და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ქართული ღვინის გამარჯვებით დასრულდა მეღვინეობის კონკურსი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, სადაც გამარჯვებულებს შორის “თელავის ღვინის მარნის” ღვინოებიც დასახელდა. უფრო კონკრეტულად კი ჯილდოები ასე გადანაწილდა: ოქროს მედალი წილად ხვდა 2010 წელს ჩამოსმულ „სატრაპეზოს მწვანეს“, ვერცხლი „მარანის ფიროსმანმა“ მიიღო (ღვინო 2011 წელსაა წარმოებული).  ბრინჯაოს მედლები კი „ალაზნის ველმა“ (2011 წელი) და „მუკუზანმა“ (2008) გაინაწილეს.

ღვინის ვაჭრობის საერთაშორისო ბაზრობა – „ენოექსპო“ პოლონეთში წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება ღვინის მწარმოებლებს საშუალებას აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას თავიანთი პროდუქცია გააცნონ და პოლონეთის ბაზარი უფრო აქტიურად აითვისონ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

წინა გადაცემაში ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ სამტრესტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შემოგთავაზეთ. ამჯერად გაგაცნობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც ნატურალური ქართული ღვინის საექსპორტო მაჩვენებლებს მოიცავს. 2012  წლის მდგომარეობით (რომელიც მოიცავს პერიოდს იანვრიდან–სექტემბრის ჩათვლით) ნატურალური ღვინის ექსპორტი მსოფლიო ბაზარზე 18.4%–ით არის გაზრდილი. ექსპორტით მიღებული მოგების მაჩვენებელი – 43 მილიონ დოლარამდეა, რაც გასული წლის მონაცემებს 8 მილიონი დოლარით აღენატება. მაღალი საექსპორტო მაჩვენებლის მქონე ღვინის ათი ქართული პროდუქციიდან, 9 მათგანს სწორედ ნატურალური ღვინის კომპანიები წარმოადგენენ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ტრადიციულად გაგაცნობთ „მარანის“ ახალი 112–ე ნომრის ანონსს. გაზეთი დღეიდან უკვე გაყიდვაშია. შეგახსენებთ, რომ „მარანი“ გაზეთ „24 საათის“ ყოველკვირეული დამატების, „უიქენდის“ დამატებაა, რომელიც ყოველ პარასკევს გამოდის. ამ ნომრის ერთ–ერთი მთავარი თემა სამეგრელოს რთველია. რა პრობლემებია მეგრულ მევენახეობაში? რატომ ჩაანაცვლა ჰიბრიდულმა ადესამ და ცოლიკოურმა მეგრული წარმოშობის უნიკალური ყურძნის ჯიში – ოჯალეში? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხს ვრცლად ლევან სეფისკვერაძის სტატიაში გაეცნობით. ქართული მეღვინეობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას უსვამს ხაზს ღვინის მწერალი ალეკო ცქიტიშვილი თავის სტატიაში , რომელიც ქართული ცქრიალა ღვინოების ინდუსტრიაში არსებულ სტაგნაციას ეხება. მარანის ამ ნომერშია ასევე ბურგუნდიული ღვინის – პინო ნუარის ვრცელი და საინტერესო ისტორია. მათ კი, ვისაც კულინარია აინეტერესებს, მარანის რეცეპტების რუბრიკა ჩეხური ტრადიციული სამზარელოს ვრცელ მიმოხილვას სთავაზობს. 

 

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული