Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ზელანდია რეკორდს ამყარებს

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 2011 წელს ახალ ზელანდიაში 305 ათასი ტონა ყურძნის მოსავალი მიიღეს, რაც გასულ წელთან შედარებით 15%-ით მეტია. ქვეყანაში ღვინის წარმოება 2011 წელს 14%-ით გაიზრდება და რეკორდულ ნიშნულს – 216,5 მილიონ ლიტრს მიაღწევს. 

ახალზელანდიური ღვინის წარმოება საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება – ვენახების ფართობი ბოლო ათწლეულის განმავლობაში  თითქმის სამჯერ – 33,4 ათას ჰექტრამდე გაიზარდა. ღვინის ექსპორტმა, თანხობრივი თვალსაზრისით, ცხრაჯერ იმატა და 788 მილიონი დოლარი შეადგინა. 2009 წელს ახალზელანდიური ღვინის ექსპორტი 30%-ით, ხოლო 2010 წელს კი – 22%-ით გაიზარდა. ახალზელანდიური ღვინის გასაღების ძირითადი ბაზრებია: დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული