Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი კოქტეილები

დასახელება: The Ritz Side Car

ადგილი: Bar Hemingway, Hotel Ritz, Paris

ფასი: $515

ინგრედიენტები: 1830 წლის კონიაკი Ritz Reserve, Cointreau, ახლად გამოწურული ლიმნის წვენი.

თავის დროზე ეს სასმელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც უძვირესი კოქტეილი, სადაც მსოფლიოს უძველესი კონიაკი შედის ინგრედიენტებში. ეს კონიაკი იმითაა განსაკუთრებული, რომ იგი მანამდეა დამზადებული, სანამ საფრანგეთის საუკეთესო ვენახებში ფილოქსერას დაავადება გაჩნდებოდა. ეს კონიაკი უკვე ლეგენდად იქცა და დღეს მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ბოთლია შემორჩენილი. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში “ოტელ რიცში” 60-ჯერ შეუკვეთეს ეს სასმელი (აქედან სამი შემკვეთი ქართველი იყო), ასე რომ, სულ მალე კოქტეილი შესაძლოა ისტორიის საკუთრება გახდეს.

დასახელება: Magie Noir

ადგილი: ღამის კლუბი Umbaba, London ფასი: $630

ინგრედიენტები: კონიაკი Richard Hennessy, Dom Perignon-ის ვინტაჟური შამპანური, შავი მოცხარის ლიქიორი Créme de mure, ე.წ. “ლიმონის ურო” (Lemon grass), ლიჩი, იოჰიმბეს ხის კანის ექსტრაქტი.

ეს ბარმენ ჟილ ანდრიეს შედევრია, რომელიც მან Goldman Sachs-ის ბანკირების შეკვეთით შექმნა. მათ თავისი წარმატებული ოპერაციის აღსანიშნავად ბარმენს “რაღაც განსაკუთრებული” შეუკვეთეს. შედეგი “შავი მაგია” იყო. გარდა ამისა, სასმელს მოყვება 24 კარატიანი თეთრი ოქროს გულსაბნევი.

დასახელება: Martini on the Rock

ადგილი: Blue Bar, Algonquin Hotel, New York

ფასი: $10,000

ინგრედიენტები: არაყი, მშრალი ვერმუტი, ზეთისხილი, გიგანტური ბრილიანტი.

ჩვეულებრივ მარტინის 1.52 კარატიანი ბრილიანტი წარმოუდგენელ ღირებულებას ანიჭებს. ეს ალბათ ერთად-ერთი კოქტეილია, რომელიც 72 საათით ადრე უნდა შეუკვეთოთ და მისი ფასიც შეკვეთილი ბრილიანტის მიხედვით იცვლება. საინტერესოა, რომ პირველი შეკვეთის ბრილიანტის ფასი რამდენიმე ათასით აჭარბებდა ბარის შემოსავალს.

დასახელება: Sapphire Martini

ადგილი: Mezz, Foxwoods Resort Casino, Connecticut

ფასი: $3,000

ინგრედიენტები: ბომბეის Sapphire gin, ან ნებისმიერ პრემიუმ ვოდკა, რომელსაც დამკვეთი აირჩევს, Blue curaçao, მშრალი ვერმუტი, ლურჯი შაქარი ჭიქის კიდეებისთვის, პლატინაში ჩასმული ბრილიანტისა და საფირონის საყურეები.

ეს არაა უბრალო ცისფერი გემრიელი კოქტეილი, ამ კოქტეილმა შესაძლოა თქვენი ცხოვრება (ყოველ შემთხვევაში, ოჯახური ცხოვრება) მთლიანად შეცვალოს. ჭიქაში 14 კარატიანი ოქროს ნიშნობის ბეჭედია და გარდა ამისა პლატინაში ჩასმული ბრილიანტისა (0.8 კარატი) და საფირონის (2.5 კარატი) საყურეები.

დასახელება: Dazzle

ადგილი: Second Floor Bar, Harvey Nichols, Manchester

ფასი: $51,200

ინგრედიენტები: ვარდისფერი შამპანური, მარწყვის ლიქიორი, ლიჩის ლიქიორი, ლიმნის წვენი, შაქრის სიროფი, 18 კარატიანი თეთრი ოქროს ბეჭედი, სადაც ვარდისფერი ტურმალინისა და ბრილიანტის თვლებია ჩასმული.

კოქტეილს დაცვის მთელი ესკორტით მოგართმევენ. ბარში სპეციალური სეიფია, სადაც ბეჭდები ინახება. ისინი სხვადასხვა ფასისაა და კოქტეილის ღირებულებაც შესაბამისად ბეჭედზეა დამოკიდებული.

დასახელება: The Red Ruby

ადგილი: Reserve, Chicago

ფასი: $950

ინგრედიენტები: არაყი Grey Goose L'Orange, ჰიპნოტური კონიაკი, ფორთოხლის წვენი, პამა, ბროწეულის ლიქიორი, შამპანური Dom Perignon.

ჩიკაგური ღამის კლუბის, Reserve-ს მენეჯერი, პიტ გუნი მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავ სასმელს ურევს ერთმანეთში და ყველაფერ ამის მერე ჭიქაში ერთკარატიან, უმაღლესის ხარისხის ლალის თვალს ათავსებს.

დასახელება: Diamond Cocktail

ადგილი: Piano Bar, Sheraton Park Tower Hotel, London

ფასი: $4,350

ინგრედიენტები: შამპანური Charles Heidsieck Vintage 2001,  კონიაკი Remy Martin Louis XIII, ნაყენი ანგოსტურა, შაქრის ნატეხი, ბრილიანტი ან ლალი.

ამ შუშხუნა კოქტეილის ფასი ძვირფას ქვაზეა დამოკიდებული. როგორც ბარის მენეჯერი, თეოდორ გარსია ამბობს, როცა 0.6 კარატიან ბრილიანტს შეუკვეთავთ, მაშინ $4,350-იან სასმელს მოგართმევენ და თუკი მუშტარი მოისურვებს, $19,000-იანიც შეუძლია შეუკვეთოს. Remy Martin Louis XIII უნიკალური კონიაკია, რადგან მის ასამბლაჟში 125 წელზე მეტი ხნის კონიაკები შედის და მისი ერთი ბოთლი 1,750 დოლარი ღირს. თავად კოქტეილსაც წარმოუდგენელი სურნელი გამოარჩევს.

დასახელება: Platinum Passion

ადგილი: Duvet, New York

ფასი: $1,500

ინგრედიენტები: L'Esprit de Courvoisier, ლიმნის წვენი, მარაკუიას სიროპი, ტყის კენკრა, ველური თაფლი, ყავისფერი შაქარი, შამპანური Ruinart.

ნიუ-იორკული რესტორანი Duvet ბევრი რამითაა განთქმული, მაგრამ იქაურ კოქტეილებს ყველა ხაზს უსვამს. სასმელს შამპანურის ფუჟერში ასხამენ და ორქიდეით რთავენ. ეს კოქტეილი თურმე ძალიან უყვართ პერის ჰილტონსა და პამელა ანდერსონს.

 

© „მარანი“


თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული