Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2017 საოჯახო მარნებისთვის

რეგისტრაციამდე დარჩა 10 დღე

საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მერვედ უმასპინძლებს  ახალი ღვინის ფესტივალსრომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. ახალი ღვინის ფესტივალის ტრადიციული, საჯარო ნაწილი წელს 13 მაისს, მთაწმინდის პარკში ჩატარდება და მასში წარმოდგენილი იქნება 2016 წლის მოსავლის ახალი ღვინოები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ახალი ღვინის ფესტივალი ერთად–ერთი ღონისძიებაა, რომელშიც ყველას მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა – ღვინის მწარმოებელი დიდი კომპანიებიდან – საოჯახო მარნებამდე. ფესტივალის მონაწილეების პოპულარიზაციას ითვალისწინებს ორენოვანი კატალოგი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილე ღვინის მწარმოებლების შესახებ. მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები „საქართველოს ღვინის კლუბისგან“.

2016  წელს ახალი ღვინის ფესტივალმა უმასპინძლა 40 000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა, გარდა, დიდი კომპანიებისა, შეუძლია ოჯახური ღვინის ყველა მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის:

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაციაუნდა გაიაროს არაუგვიანეს 13 აპრილისა.

მონაწილე  გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე.

შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოსმხოლოდ 2016 წლის მოსავლის ახალი ღვინო.

ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის უფასოა.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2მინის ბოთლის ოდენობით) და შევსებული ანკეტა.

მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 2 კვირითადრე.

ფესტივალზე წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 20 ლიტრს.

სადეგუსტაციო ნიმუშებითანდართული ანკეტითწარმოადგინეთშემდეგ მისამართზე:

თბილისივაჟაფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბიტელ: 2180171 მობ:  +995 598308688

ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 დან  18:00 სთ-მდე

ნიმუშების მიღება დაიწყება 6 მარტიდან!

E-mail: info@wineclub.ge

ანკეტა გადმოწერეთ აქედან 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.