Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწირი მოსავლის გამო წელს საფრანგეთში ღვინო გაძვირდება

ცუდი ამინდებისა და უხვი ნალექის გამო წელს საფრანგეთში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყურძნის ყველაზე მწირი მოსავალი მიიღეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი მოსავლის შედეგად ღვინის ფასი საგრძნობლად მოიმატებს, თავად მეღვინეებმა კი განაცხადეს, რომ მათი პროდუქცია 15-20%-ით გაძვირდება. მევენახეთა ანგარიშით, წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 43,5 მილიონი ჰექტოლიტრი იქნება. საფრანგეთის ბევრ რეგიონში რთველი 2 კვირით გვიანაც კი დაიწყეს, რათა მარცვალი მზის სითბოთი და სინათლით სათანადოდ “დამუხტულიყო”. როგორც საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, სავარაუდოდ, არც მომავალი წელი იქნება დიდად საიმედო, ამიტომ უახლოეს მომავალში ამ საკითხის განსახილველად ღვინის ექსპერტთა შეხვედრა გაიმართება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული