Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არგენტინული მევენახეობა - ინტერვიუ მეღვინე ალეხანდრო ვიჯილთან

Ალეხანდრო ვიჯილი მეღვინეა, Catena Zapata-ს ღვინის საწარმოების ხელმძღვანელი და აპრილიდან wines of Argentina-ს პრეზიდენტი. ის ასევე მართავს ძალიან ბევრ ღვინის ბარსა და ლუდსახარშებს მენდოსაში. დეკანტერი ვიჯილთან ინტერვიუს სთავაზობს მკითხველს.

- როგორ მოხვდით ღვინის სფეროში?

- 1996 წელს დაიწყო ყველაფერი, INTA -დან (არგენტინის სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი), როდესაც მათ სპეციალური, ნიადაგის განყოფილება გახსნეს. სწორედ იქ შევისწავლე არგენტინული მევენახეობა. ვხვდებოდი ექსპერტებს, ღვინის საწარმოს მფლობელებს, მეღვინეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო სექტორთან პირველად 22 წლის წინ გადავიკვეთე. 18 წელია, რაც Catena Zapata-ს ხელმძღვანელი ვარ, “უკოს ხეობის”  ვენახების 80%-თან მქონია შეხება და მიმუშავია, რამაც ნამდვილი ცოდნა შემძინა.

- რა არის საუკეთესო რამ თქვენს საქმეში?

- ვენახებში სიარული, იქაურობის შესწავლა და დათვალიერება ყოველთვის გამამხნევებელი და სასიამოვნოა ჩემთვის. ღვინო მხოლოდ ყურძნის დუღილისას კიარა, სწორედ მაშინ იბადება, როდესაც რთველი იწყება. საუკეთესო, ვფიქრობ, ჩვენი ბუნების, ლა პამპას, მენდოსასა და სალტას ღვინით გამოხატვაა.

- და ყველაზე არასასიამოვნო ან რთული რა არის?

- ის, რისი კონტროლიც მევენახეობაში შეუძლებელია, რასაც ვერაფერს მოუხერხებ. სეტყვასა და ყინვას ვერაფერს უზამ, რასაც მოსავლის, ფაქტობრივად, განადგურებაც კი შეუძლია. 

- რა დაბრკოლებებია არგენტინის წამყვანი ღვინოების წინაშე?

- ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ღვინის მოყვარული საზოგადოება, რომ არგენტინული ღვინოები გასინჯონ, მათით დაინტერესდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ღვინოს ბევრი არ ირჩევს. გაყიდვები ნელ-ნელა იზრდება, წელიწადში 3%-ით, თუმცა ეს ციფრი გლობალური დონეზე საკმაოდ მცირეა. რთულია, როდესაც ეკონომიკა რეცესიაშია და საქმე ინფლაციასთან გვაქვს. ახლა, ვიდრე ოდესმე, ყველაზე მეტია სამუშაო.

- როგორ აბალანსებთ/უთავსებთ სამუშაოს თქვენს ყოველდღიურობას?

- პირადი ცხოვრება მევენახეობის გარეთ არ არსებობს და ჩემი თავისუფალი დრო უცვლელად ვენახთანაა დაკავშირებული. თუმცა, მაგალითად, სიამოვნებით ვამზადებ სადილს ოჯახისთვის, როცა დრო მაქვს. 

- რომელი ვაზის ჯიშია თქვენთვის გამორჩეული?

- პინო ნუარი იმდენად გამჭვირვალეა, რომ მშრალ, მზიან ქვეყანაში საკმაოდ რთულია მისი შენარჩუნება, თუმცა მე მიყვარს გამოწვევები და არ ვუშინდები მათ. ჩემთვის განსაკუთრებულია სემილონი, შარდონე და კრიოლა. ასევე ხმელთაშუა ზღვის ჯიშები, როგორიცაა გარნაჩა, მონასტრელი და კარინიანი.

- რას მიირთმევთ ხოლმე სახლში?

- მიყვარს წითელი, სხეულიანი ბურგუნდიული და ესპანური გარნაჩა, შოტლანდიური ვისკი. სიამოვნებით მივირთმევ ლუდსა და ჯინს, ასევე G&T-ს, რომელსაც ტონიკითა და წყლით ვაკეთებ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული