Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოგზაურობა ღვინის წარსულში - პომპეიში ღვინის ევოლუციისა და მისი გავრცელების გზების შესახებ ღონისძიება ჩატარდა

იმისთვის, რომ აწმყო გავიგოთ, წარსული კარგად უნდა ვიცოდეთ, ამასთან ერთად კი ცვლილებების მიზეზები. ეს, ალბათ, საუკეთესო გზაა შთაგონებისთვის და სამომავლოდ უკეთესი ორიენტაციის ასაღებად, უფრო სწორი, წინდახედული ნაბიჯების გადასადგმელად. ჩვენ ის მოვლენები უნდა აღვადგინოთ, რომლებმაც ათასწლეულების მანძილზე ღვინო თანამედროვე პროდუქტად აქცია და ენოლოგიას დაუდო სათავე” - ვკითხულობთ Wine News Italy-ის ვებგვერდზე, სადაც პომპეიში ღვინის ექსპერტთა და მეცნიერთა ღონისძიების შესახებ წერენ. 

2 და 3 სექტემბერს პომპეიში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიაზე “კონვივიუმი” ჩატარდა, სადაც ისაუბრეს ვაზისა და ღვინის კულტურაზე, მისი გავრცელების უძველეს გზებსა და კულტივირების ევოლუციაზე. ღონისძიებაზე 40 მწარმოებლის ღვინო გასინჯეს საქართველოდან, კვიპროსიდან, ლიბანიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან. 2 სექტემბერს ღონისძიება პომპეიში Quadriportico dei Teatri-ში გაიხსნა. კონფერენციაზე MisteryApple Communication-ის, პომპეის არქეოლოგოური პარკისა და იტალიის სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ატილიო შიენცამ, მილანის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტის პროფესორმა და დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა ისაუბრეს. წამყვანი თემა იყო: “ღვინის გავრცელების უძველესი გზები საქართველოდან პომპეიმდე”. დავით ლორთქიფანიძესთან ერთად ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ამპელოგრაფმა დავით მაღრაძემაც, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენდა. 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ლუიჯი მოიოც, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი და ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის ენოლოგ-პროფესორი: “არტეფაქტები გვიჩვენებს, რომ რომაული პერიოდიდან მოყოლებული ღვინის დაწურვის პროცესი იგივეა და ათასწლეულების განმავლობაში არსებითად არც შეცვლილა. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დიდი სტიმული მიეცა ღვინის ინდუსტრიის გაუმჯობესებას. ღვინო აღმოჩნდა შესანიშნავი მოდელი ისეთი ფუნდამენტური ბიოქიმიური ფენომენების შესასწავლად, როგორიც, მაგალითად, ალკოჰოლური დუღილია. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ გაეუმჯობესებინათ ღვინის სენსორული მახასიათებლები იქამდე, სანამ იგი არ იქცა ნამდვილ კულტურულ და ემოციურ პროდუქტად, ბუნებრივი ბიოლოგიური და ბიოქიმიური ფენომენების ღრმა ცოდნისა და მისი კონტროლის შედეგად. ამან შესაძლებელი გახადა ყურძნის ჯიშებთან და ადგილწარმოშობებთან უშუალოდ დაკავშირებული მახასიათებლებისა და გემური პროფილის ღვინოების მიღება. სენსორული მრავალფეროვნება არასოდეს ყოფილა ისეთი აშკარა, როგორც ეს ბოლო ათწლეულებშია, რაც ღვინის უსასრულო შესაძლებლობებზე მეტყველებს” - ამბობს ექსპერტი.

დავით ლორთქიფანიძემ ღვინის ფასეულობებსა და მეცნიერებაზე ისაუბრა. მისი აზრით ხელოვნება ფასეულობების გავრცელებისა და დიპლომატიის ძირითადი ინსტრუმენტია: “იდენტობის ძიება ბუნებრივი ევოლუციური პროცესია და მის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური, ანთროპოლოგიური და ტექნოლოგიური ფაქტორები. ქართველების ეროვნული იდენტობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ღვინის კულტთან, რომლის ხანგრძლივი და უწყვეტი ისტორია 8000 წლის წინ დაიწყო. არქეოლოგიური აღმოჩენების გამოყენება ნაციონალური მიზნებისთვის ერთის მხრივ ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ღვინის წარმოება მათ დაიწყეს და ეს ზოგჯერ კონკურენციის ფორმად ვლინდება. თუმცა ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს, მცენარეების ჯიშები და ფორმები, რომლებიც წარმოიშვა კავკასიაში, ამტკიცებს, რომ ეს მხარე მართლაც უძველესი ტერიტორია იყო საკვები მცენარეების სახეობების დივერსიფიკაციისათვის. ჩვენ გვერდზე  უნდა გადავდოთ კამათი იმის შესახებ, თუ ვინ არის პირველი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა და გადავიდეთ მულტიდისციპლინურ კვლევაზე ღვინისა და სხვა კულტურული საკვების ისტორიის შესახებ” - ვკითხულობთ Wine News Italy-ზე, სადაც შეგიძლიათ სრულ სტატიას გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.