Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პარიზი გასტრონომიული ფესტივალისთვის ემზადება

21-დან 23 მაისამდე პარიზში კულინარიული ფესტივალი Heures Heureses გაიმართება და მასში 200-მდე პარიზული ბარი, რესტორანი და ბისტრო მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას უცნაური მიზანი აქვს: ფესტივალის განმავლობაში ტურისტებს საშუალება ექნებათ პატარ-პატარა ულუფებად საუკეთესო ფრანგული კერძები დააგემოვნონ, თანაც სულ რაღაც 2 ევროდ. ფესტივალის მონაწილე ყველა ობიექტი საფირმო კერძს გამოიტანს, რომელიც საუზმეულისა და სასმლისაგან შედგება. ცხადია, ტურისტებს მომცრო ზომის ბაგეტებს, კროკ-მესიეს (Croque-Monsieur), ტერინებს (Terrine) და ფრანგული სამზარეულოს სხვა დელიკატესებსაც შესთავაზებენ. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ არა მხოლოდ ფრანგული, არამედ აზიური, იტალიური, ესპანური და მექსიკური რესტორნებიც. ფესტივალის მონაწილეებს, გემრიელი კერძების გარდა, უამრავი საინტერესო აქცია და ფასდაკლება ელით.   

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული