Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

მუკუზანი, თელავის მარანი, 2005

თელავის მარანი კიდევ ერთი დიდი კომპანიაა, რომელსაც 2005 წლის მოსავლის ღვინოები შემორჩა. ეს ღვინო უკვე კარგადაა დამწიფებული და ასაკი ფერზეც კარგად ჩანს და სურნელშიც. ფერით ღვინო ძოწისფერია, რომელსაც გარე რკალში აგურისფერიც დაკრავს. საკმაოდ ჰარმონიულია, კენკრისა და ხილის არომატებს მცირედი იების სურნელიც დაკრავს. გემრიელი ღვინოა, ხავერდოვანი ტანინებით, სადაც მუხის კვალიც რბილად მოჩანს. მიაყოლეთ მძიმე, ხორციან კერძებს, ძეხვეულს.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული