Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არაყი კოკა-კოლასა და შოკოლადის არომატით

კოკა-კოლას ხშირად უმატებენ ხოლმე ვისკისა და ტეკილას, შოკოლადს კი, როგორც წესი, ლიქიორის დამზადებისას იყენებენ. ალბათ სწორედ ამ ფაქტმა შთააგონა ბრენდ 360 Vodka-ს მესვეურები, ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ და ბაზარზე ახალი, კოკა-კოლასა და შოკოლადის არომატის მქონე არაყი გამოეშვათ. 360 Vodka აცხადებს, რომ უნიკალურ პროდუქტს ქმნის და ორგანული არყის წოდებაზეც აქვს პრეტენზია, ვინაიდან, მათი თქმით, ბაზარზე გამოსვლის დღიდან მათ წარმოებას გარემოსთვის ზიანი არ მიუყენებია. კომპანიის ორი ახალი პროდუქტი ,,არყის კოლა” (vodka-cola) და ,,არაყი ორმაგი შოკოლადით” (vodka-double chocolate) არყის, როგორც ტრადიციული სასმელის ცნებას ცილდება, თუმცა კი სიმაგრით ორივე სახეობა 70%-ს არ ჩამოუვარდება. მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ დანერგილი ახალი სასმელები აბსოლუტურად ნატურალურია, თუმცა შეფერილობამ შეიძლება შეცდომაშიც შეგიყვანოთ, ვინაიდან ,,არყის კოლას” მუქი კარამელისფერი დაკრავს, ,,შოკოლადის არაყი” კი რატომღაც გამჭვირვალეა.


© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული