Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზღვის პროდუქტების ცხელი სალათა "ბიარიცი"

საჭიროა:
1. კალმარი, პატარა და საშუალო ზომის 8-15 სმ სიგრძის, დაახლოებით 8-10 ცალი.
2. კრევეტები, 10-15 ცალი.
3. ჯანჯაფილი (კოჭა, ანუ იმბირი) - 3-5 სმ სიგრძის;
4. ნიორი - 1-2 კბილი;
5. ლიმონი - 1 საშუალო ზომის თავი;
6. ბაზილიკის ფოთლები - 1 ან 2 კონა, ან რეჰანის ფოთლები.
7. თეთრი მშრალი ღვინო 100 მლ/ლ
8. ზეითუნის ზეთი - 1-2 სუფრის კოვზი;
9. ფართე ძირიანი ტაფა.

მომზადება:
1. კალმარები გაასუფთავეთ, ერთი ხელი კალმარის კუდს მოკიდეთ, მეორე კი თავს და გაქაჩეთ სხვადასხვა მიმართულებით. თავს წააჭერით "შიგნეულობა" და ფეხები, გადაშლილი თავის მხარე შეინახეთ, ანუ თავის მხარე გადაჭერით "თვალების" ზემოთ და მხოლოდ საცეცები შეინახეთ. "მუცლის" დამუშავებისას - გამოაძვრინეთ გამჭირვალე ხრტილოვანი ნაწილი და გადააგდეთ. შემდეგ შიგნიდან გამორეცხეთ ეს ტომარა.
2. გაასუფთავეთკრევეტები; ანუ წააცალეთ ტანისა და თავის ნაწილი და დატოვეთ მხოლოდ კუდი. კუდიც გაასუფთავეთ რქოვანი ნაწილისაგან.
3. ჯანჯაფილი გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით ძალიან წვრილად, არ დახეხოთ, რადგან ასე შეიძლება დაიწვას ან "ჩაიკარგოს".
4. ტაფა გააცხელეთ (დაბალი ცეცხლია საჭირო) და ჩაასხით ზეთი, მალევე ჩაუშვით ჯინჯერი და ნიორი.
5. 1-2 წუთში ჩაუშვით კალმარები და მალევე, 2 წუთში ჩააყოლეთ კრევეტები, მოაყარეთ მარილი და მოასხით ლიმონის წვენი. მოურიეთ და დაასხით ღვინო, ისევ მოურიეთ. დაახურეთ თავზე.
6. როცა კრევეტები შევარდისფერდება და  შეთბება დაუმატეთ ბაზილიკი და გამორთეთ ცეცხლი.

რამდენიმე წუთში გადმოიღეთ ისე, რომ წვენი ტაფაში ჩარჩეს, დარჩენილ სითხეს დაუმატეთ ღვინო (თუ სითხე ცოტაა) და კარტოფილის ფქვილი - მცირე რაოდენობით. შედგით ცეცხლზე და ურიეთ, მანამ სანამ სითხე არ გადახევრდება. სოუსიც მზადაა.

p.s. ყველაზე მთავარი - ძალიან ძნელია იმ მომენტის შერჩევა, როცა კალმარები მზადაა, თუ ოდნავ ზედმეტი მოუვიდა - გამაგრდება და რეზინასავით იქცევა, ანუ გამოდის რომ კერძი გაფუჭდა. ამიტომ, სასურველია დაბალი ცეცხლი და ხშირად გასინჯვა - კალმარი უნდა იყვეს რბილი და შიგნიდან თითქოს ონდავ უმი.

გაfორმებულია - პომიდორის კანის "ვარდისა" და წითელი, ტკბილი წიწაკის "გროლებით".

© peppi
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული