Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არა იპარო!

უნგრელი მეღვინე, რომელმაც გადაწყვიტა, ქურდებისათვის ჭკუა ესწავლებინა, შესაძლოა თავად აღმოჩნდეს ბრალდებულის სკამზე.

როგორც უნგრელი სამართალდამცავები იუწყებიან, მეღვინეს ბრალი ედება მკვლელობაში. მის გაუთვალისწინებელ საქციელს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხუთი კი საავადმყოფოში მოხვდა. თავად მეღვინემ კი განაცხადა, რომ ის არავის მოკვლას არ აპირებდა. მისი მარნიდან, რომელიც ბუდაპეშტიდან 50 კილომეტრში მდებარეობს, დაუდგენელი პირები დროდადრო ღვინოს იპარავდნენ. ამიტომ მეღვინემ გადაწყვიტა, ქურდებისათვის ჭკუა ესწავლებინა და მათ მოსაწამლად ღვინოში ანტიფრიზი გაურია. როგორც გაირკვა, 24 ოქტომბერს 30 წლის ახალგაზრდამ მეღვინის მარნიდან რამდენიმე ლიტრი ღვინო “ისესხა” და მეგობრებსაც გაუმასპინძლდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ძლიერი მოწამვლის დიაგნოზით ის საავადმყოფოში მოხვდა და 1 ნოემბერს იქვე გარდაიცვალა. თუმცა, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. საავადმყოფოში იმყოფება გარდაცვლილის ხუთივე მეგობარი, რომელთაც მოწამვლის იგივე სიმპტომები აქვთ, რაც მათ მასპინძელს აღენიშნებოდა. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული