Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელები "საომრად" ემზადებიან

ალკოჰოლური სასმელების სამხრეთაფრიკელი მწარმოებლები ხელისუფლების წინააღმდეგ ილაშქრებენ. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება ქვეყანაში სპირტიანი სასმელის რეკლამის აკრძალვას გეგმავს. ვიდრე ქვეყანა შესაბამისი კანონპროექტის განსახილველად ემზადება, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია უკვე საყვედურს გამოთქვამს. ასოციაცია ARAU-ს წარმომადგენელმა მაიკ მაბასამ განაცხადა: “ჩვენ არ გვჯერა, რომ რეკლამის აკრძალვით ალკოჰოლის მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდება. 20-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ რეკლამის აკრძალვამ არც ისე სახარბიელო შედეგი გამოიღო და მომხმარებლეთა რაოდენობა დიდად არ შემცირებულა.”

ამ წამოწყების ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტრო იყო, თუმცა მას მხარი სოციალური განვითარების მინისტრმა ბატაბილე დლამინიმაც აუბა. მისი თქმით, ამ კანონის შემოღებით საზოგადოებას სპირტიანი სასმელების მოჭარბებული რეკლამისაგან დავიცავთ. “ალკოჰოლის დიდი რაოდენობით სმა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ცალკეულ ადამიანზე, მათ ოჯახებზე, საზოგადოებაზე, ეკონომიკასა და, საბოლოოდ, - ქვეყანაზე”, – განაცხადა მინისტრმა. ბატონი მაბასა კი, ცხადია, მას არ ეთანხმება. მისი თქმით, უკეთესი იქნება, თუ ხელისუფლება არა რეკლამას, არამედ სპირტიანი სასმელების დიდი რაოდენობით მოხმარებას აკრძალავს და ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ხშირად შეახსენებს, რომ გადაჭარბებით სმა ჯანმრთელობისათვის საზიანოა. მისივე თქმით, ალკოჰოლური სასმლის რეკლამა მხოლოდ იმისათვის არის საჭირო, რომ საზოგადოებას წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რა სასმელი ტრიალებს ბაზარზე. გარდა ამისა, იმ საფრთხეს, რისიც ჯანდაცვის სამინისტროს ეშინია, ფალსიფიცირებული სასმელი ქმნის. აღსანიშნავია, რომ სპირტიანი სასმელების რეკლამის აკრძალვას ხელისუფლებაში ყველა არ დაეთანხმა. ფინანსთა სამინისტრო ყოველთვის წინააღმდეგია მსგავსი რედიკალური ცვლილებებისა, თუმცა აქციზის გაძვირებას კი ერთხმად მიესალმება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული