Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლი ლაპარაკის საღერღელს შლის

ალბათ პირადი გამოცდილებიდან ყველამ ვიცით, რომ ალკოჰოლი ლაპარაკის საღერღელს შლის და მისი წყალობით ადამიანი უფრო მჭევრმეტყველი ხდება. ეს ფაქტი ახლა უკვე მეცნიერულადაცაა დადასტურებული. ილინოისისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის თანამშრომელთა ჯგუფი, რომელთაც ფსიქოლოგი-ასპირანტი ენდრიუ ჯეროზო ხელმძღვანელობდა, მივიდა დასკვნამდე, რომ ზომიერად მიღებული ალკოჰოლი ყურადღებას ადუნებს, საუბრის სურვილს აძლიერებს და ხელს უწყობს საჭირო სიტყვების პოვნასა და ერთმანეთთან დაკავშირებას. დასკვნას წინ უძღოდა ექსპერიმენტი, რომელშიც 20-20 ადამიანისგან შემდგარი ორი ჯგუფი მონაწილეობდა. ისინი მეგობრების გარემოცვაში ზომიერად სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ორივე ჯგუფმა თავიდან უყურა მულტფილმს. ერთ ჯგუფის წევრებს ჯერ საჭმლით გაუმასპინძლდნენ და შემდეგ შესთავაზეს არაყი წვენთან ერთად ისეთი დოზით, რომ სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,075 პრომილეს დონეზე დაფიქსირებულიყო (ამერიკაში მძღოლისთვის დაშვებულად ითვლება 0,08 პრომილეს მაჩვენებელი). მეორე ჯგუფის წევრებს მულტფილმის ყურების შემდეგ არც სასმელი ერგოთ და არც საჭმელი. შემდეგ ორივე ჯგუფს ერთი და იგივე ვერბალური ტესტი ჩაუტარეს. მაგალითად, მოცემული იყო სამი სხვადასხვა სიტყვა, მათ კი უნდა დაესახელებინათ მეოთხე სიტყვა, რომელიც ამ სამს აზრობრივად დააკავშირებდა ერთმანეთთან. ფხიზელმა ადამიანებმა მოცემულიდან საშუალოდ 6 დავალება შეასრულეს, თითოეული მათგანის საპასუხოდ კი დაახლოებით 15,2 წამი დაჭირდათ. მათ კი, ვინც ცოტაოდენი ალკოჰოლი მიიღო, მოცემულიდან საშუალოდ 9 დავალება შეასრულეს და დროც უკეთესი აჩვენეს - 11,5 წამი.  
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული