Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ძველი ქართული სასმისების გამოფენა

ოქროულობის და ანტიკვარიატის სალონი „დიადემა“ ღვინის კომპანია „გიუაანი“-ს მხარდაჭერით 11 დეკემბერს 12 საათზე, კ. მარჯანიშვილის ქ. №18-ში ძველი ქართული სასმისების და ანტიკვარიატის გამოფენას გამართავს სახელწოდებით – „მეტყველი სასმისები“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან შემორჩენილი და კერძო კოლექციებში დაცული სასმისების უნიკალური ეგზემპლარები, რომელთა ანალოგებიც არ მოიპოვება.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ სასმისების წარმომავლობას და მათ კულტურულ ღირებულებას. მსურველებს ასევე შეეძლებათ შეიძინონ სასურველი უიშვიათესი ორიგინალი სასმისები, რომელთა შორის იქნება გამოფენილი ვანო სარაჯიშვილის, დავით დადიანის, ალექსანდრე დადეშქელიანის და სხვა ცნობილი პიროვნებებისადმი მიძღვნილი ექსკლუზიური სასმისები. აღნიშნული ღონისძიება თითოეული მოქალაქისთვის იქნება იშვიათი შესაძლებლობა, გაეცნოს საქართველოს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობებს.

 ოქროულობის და ანტიკვარიატის სალონი „დიადემა“ 1997 წლიდან არსებობს საქართველოს ბაზარზე და იგი არაერთი გამოფენის, საერთაშორისო პროექტის და ფესტივალის გენერალური სპონსორი და მონაწილეა. ასევე დამზადებული აქვს მრავალი ჯილდო სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთათვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული