Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინო გამარჯვებისთვის“ - უკრაინული მეღვინეობა ბრძოლის ველზე

"როიტერი" უკრაინელ მეღვინეებსა და მარნებზე წერს. 6 თვის წინ სამხრეთ უკრაინაში გეორგი მოლჩანოვის ვენახებში რაკეტა დაეშვა. ის კი ახლა ყურძენს კრეფს და ფიქრობს, რა დაარქვას ამ წლის "დაუვიწყარ" რთველს: "ჩვენ უნდა დავანახოთ და გავაგონოთ ყველას, რომ ჩვენი ღვინო გამარჯვებისაა, გამარჯვებისთვისაა" - აღნიშნავს მოლჩანოვი, რომელმაც მთელი უკრაინის მეღვინეების მსგავად გადაწყვიტა, გააგრძელოს ღვინის წარმოება, მიუხედავად ამ წარმოუდენლად დიდი ზარალისა და უბედურებისა.

გეორგი მოლჩანოვი SliVino Village-ის ღვინის საწარმოს ხელმძღვანელია. როგორც ის გვიამბობს, ერთხელაც უზარმაზარი ხანძარი გაჩნდა და ქალაქ მიკოლაივთან ახლოს მისი ექვსი ჰექტარი საკუთრებიდან ოთხი ჰექტარი მიწა განადგურდა: "უნდა იმუშაო, უნდა განაგრძო ცხოვრება და გეგმები ისევ უნდა გქონდეს მომავლისათვის, იმ იმედით, რომ სახლი გადარჩება და რაკეტა აღარ დაანგრევს მას" - საუბრობს ის.

სამხრეთ-დასავლეთით ერთი საათის სავალზე, მიტოვებულ შავი ზღვის კურორტზე ქობლევის ვენახებში რუსი ჯარისკაცები დაეშვნენ. ღვინის საწარმოს ბევრი თანამშრომელი ჯარში წავიდა, ნაწილი კი ცარიელი ბოთლებით მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებდა და ბადეებს ქსოვდა, რომლებსაც გამშვები პუნქტები შესანიღბად იყენებენ. კომპანამ ღვინის ბოთლების ეტიკეტირება დაიწყო წარწერით: "ჩვენ უკრაინიდან ვართ", რომლის დიდი ნაწილი ჯარს გაუგზავნა. როგორც ვიტალი რიბოშაპკო ამბობს, რომელიც ვენახებს ამუშავებდა ომის დასაწყისში, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ერთმანეთის თანადგომაა: "ყოველი უკრაინელისთვის ყველაზე დიდი სირთულე და დაბრკოლება არის გადარჩენა ამ არსებულ ვითარებაში. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რაც დღეს შეგვიძლია და ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ქვეყანასა და ძმებს, რათა ამ მძიმე პირობებში ცხოვრება შეძლონ".

კობლევო უკრაინის მეღვინეობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. იქ სეზონზე 10 000 ტონა ყურძენი მუშავდება, რაც ქვეყანაში წარმოებული ღვინის დაახლოებით 15%-ს შეადგენს. უკრაინამ ომის პირველი ორი თვის განმავლობაში ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალა. უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო ექსპორტი - კობლევოსა და სხვა დიდი ღვინის ქარხნების შემოსავლის მთავარი წყარო - შემცირდა. "ღვინის მოხმარება 20%-ით შემცირდა ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, ხოლო ცქრიალა ღვინოების წარმოება და გაყიდვა განახევრებულია. მიზეზი ისაა, რომ ამ ტიპის ღვინოებს აღარ იყენებენ, ეს ბუნებრივია." - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც ევგენი საფონოვი აღნიშნავს, ღვინის ბარის ხელმძღვანები ხარკოვში, უკრაინული ღვინოები დიდწინად უცნობია საზღვარგარეთ და ქვეყანაშიც კი უმეტესობა ლუდს ან არაყს ანიჭებს უპირატესობას: "ომის შემდეგ მოგვეცით კიდევ 10 წელი და ჩვენ შეგვეძლება ჩვენი არსებობის შესახებ მთელი ღვინის ინდუსტრიას გავაგონოთ"- აღნიშნავს საფონოვი.

კობლევოში, რომელიც ომამდე 14 ქვეყანაში ახორციელებდა ექსპორტს, მეღვინე ტატიანა მატვეევა ამბობს, რომ თავისი სიყვარული ქვეყნისადმი მის მიერ დაყენებულ ღვინოშიც ჩანს: "ვფიქრობ, რომ ომის დროს კიდევ უფრო მეტად დავაფასეთ თითოეული დღე და წამი. სწორედ ამიტომ ვაყენებთ ისეთ ღვინოს, სადაც მთელი სული და გულია ჩადებული და ცხოვრების თითოეული წამის სიყვარული ჩანს".

კობლევოდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კი ლიუბოვ პლეშკა ძირითადად მარტო შრომობს, რათა მართოს Lautari Wine, პატარა, ნატურალური მეღვინეობა, რომელიც მან შვილთან ერთად 2017 წელს გახსნა. როგორც ვკითხულობთ, ის ახლა ფრონტს ემსახურება, უკრაინელ ჯარისკაცებს და მხოლოდ იმისთვისაც კი მადლიერია, რომ მისი სახლი რაკეტებსა და ტყვიებს გადაურჩა. პლეშკა აღნიშნავს, რომ შრომის სიყვარული, თუ მასში ბოლომდე ჩადებ შენს სულსა და ენერგიას, ხვალინდელი დღის იმედს აუცილებლად გამოაჩენს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული